Sunday, November 27, 2011

anime ost

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც ანიმეები მიყვარს -მუსიკალური გაფორმებაა. ყველა ანიმეს მისი სცენარისთვის დამახასიათებელი ორიგინალური ოსტი აქვს. არსებობს როგორც ფავორიტი ანიმეები, ასევე ფავორიტი ოსტები. ზოგადად მუსიკას ბევრი რამ შეუძლია :  გაგრძნობს ის განწყობა რაც ანიმატორმა იმ წამს ნახატით კარგად ვერ გადმოგცა ან თუნდაც გაგიმძაფროს ემოცია. როცა საყვარელი ანიმე და საყვარელი ოსტი ეთმხვევა შესანიშანი სანახავ-მოსასმენია.
ჩემი საყვარელი ანიმებისა და ოსტების პირველი ადგილები ასე ნაწილდება :

1. deat note -  Kira Theme

2. elfen lied Lilium


3.Naruto (აი ამ ანიმესთან შეხება არ მაქვს ,თუმცა ოსტი ძალიან კარგია ) - Scene of a Disaster





ასევე ფანტასტიურია Mushishi ,  spirited away ,wolfs rain , Howl's Moving Castle Poster ოსტები.      დანარჩენი კი შეგიძლიათ აქ იხილოთ. ყველა ანიმეს ოსტია : )
http://tenshi.ru/anime-ost/

Monday, October 17, 2011

როგორ ავიღოთ მართვის მოწმობა



( იწრება  პირადი გამოცდილებიდან )

პირველი,  რაც თქვენ გჭირდებათ  ძლიერი  ნერვები და მტკიცე ხასიათია. მართვის მოწმობის ასაღებად აუცილებელია თეორიული და პრაქტიკული გამოცდის გავლა. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი არ არის  განსაკუთრებული სირთულის, მათი ჩაბარება ბევრს უჭირს. პირველი რასაც აკეთებთ : იხდით  57 ლარიან ქვითარს რათა დაშვებულ იქნეთ გამოცდაზე. შემდგომ გადიხართ დალტო ტესტზე სადაც სამი კითხვაა. სამიდან სამივეს სწორედ უნდა უპასუხოთ. ( თუ ჩაიჭრებით მოგთხოვენ ფსიხოს წარდგენას ) დალტო ტესტის შემდგომ  იწყება თეორიული გამოცდა. რაც შეეხება თეორიის სწავლასა და შემდგომ გამოცდას : პირადი  გამოცდილებიდან გირჩევდით ისწავლოთ მასწავლებელთან. ავტო სკოლაში თუ ინდივიდუალურად ეს უკვე თქვენი ნებაა.მაგრამ გახსოვდეთ : როცა გახვალთ მოძრაობაში და საგზაო წესები, ნიშნები  დაზეპირებული გექნებათ  ისე რომ არ  გეცოდინებათ მათი შინაარსი, აუცილებლად შეუქმნით საფრთხეს, როგორც საკუთარ თავს, ისე სხვა მძღოლებს.  
რამდენიმე საიტია რომელზეც შეგიძლიათ ივარჯიშოთ თეორიულ გამოცდაში. მათგან ყველაზე კარგია  http://www.ms.mia.ge/DRIVERTEST ( იხსნება  ინტერნეტ ექსპლოერით)  . ყველა დანარჩენისგან განსხვავებით აქ არ არის შეცდომები და ამასთანავე დიზაინი როგორც ხდება ტესტირება იგივეა რაც  გამოცდაზე.

თეროიულ  გამოცდას  აბარებთ სენსორულ ეკრანიან კომპიუტერზე. გახსოვდეთ რომ თუ დიდხანს დააჭერთ თითს პასუხს, ის გადავა შემდეგი კითხვის პასუხადად და შეიძლება  ამის გამო ჩაიჭრათ. ( მე დამემართა დაახლოებით მსგავსად . ძლიერად დავაჭირე პასუხს თითი და მომდევნო კითხვებზეც იგივე პასუხი გადამიტანა . რის გამოცდა დამიფიქსირდა  3 არასწორი პასუხი და ერთიც რომ დამეშვა ჩავიჭრებოდი J )
თეორიის ჩაბარების შემდეგ, გადიხართ  პრაქტიკულ გამოცდაზე.ძირითადად მხოლოდ ერთეულები აბარებენ პირველ ცდაზე პრაქტიკას და თუ ვერ ჩააბრებთ გული არ უნდა გაიტეხოთ,მშვიდად უნდა შეხვდეთ ამ ფაქტს .გაქვთ 5 უფასო გასვლის უფლება ერთი თვის ვადაში. ფასაინზე  (31 ლარი )კი შეგიძლიათ ყოველ დღე გახვიდეთ,მხოლოდ დღეში ერთხელ.
პრაქტიკული გამოცდის დროს ყველაზე ცუდი რაც შეიძლება დაგმართოთ თქვენმა თავმა -ნერვიულობაა. მშვიდად და წყანრად შეუდექით იმის გაკეთებას რაც გასწავლეს. არ მოგერიდოთ გამომცდელის თუ მისი სავარძელი ხელს გიშლით ხედვაში და აუცილებლად სთხოვეთ გაასწოროს. დააკვრიდით „რუჩნოის“  . ხშირად იმისა გამო რომ ბოლომდე ვერ  წევენ  ჭრიან .
სულ რვა ელემენტის ჩაბარება გევალებათ რუსთავში : გარაჟი , ზიგზაგი, ჩიხი, რვიანი აღმართი, ქვეითთა გადასასვლელი, რკინიგზა და პარკინგი. აუცილებლად დააკვირდით ასფალტზე  „სდექ“  ხაზებს, მათი გადაკვეთის შემთხვევაშიც ჩაიჭრებით.ასევე შუქნიშანიც არ დაივიწყოთ და ქვეითთა გადასასველილსა და რკინიგზის  წინ აქეთ-იქით გახედვაც.
ბოლო ელემენტებშიც საკმაოდ ბევრი იჭირება. ძირითადა წინასწარი სიხაულის გამო , ამ დროს უკვე გგონია  პრავა ჯიბეში გიდევს და ისეთ შეცდომას უშვებ , სხვა დროს რომ არ დაუშვებდი. ამიტომ სანამ გამოცდას არ დაასრულებთ არ იფიქროთ ამაზე. გააჩერეთ ბოლოს მანქანა. ამოწიეთ „რუჩნოი“  , გამოწიეთ სავარძელი და გადმოდით.
 რუსთავის საგამოცდო მოედანი  

 თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის და მართვის მოწმობას მალე აიღებთ ხომ კარგი,. თუ არადა გახსოვდეთ, აუცილებლად წადით მეორე „კრუგზე“. გაიარეთ ისევ თეორია , დაიწყეთ ისევ ჩაბარება პრაქტიკის და ბოლოს აუცილებლად მიაღწევთ მიზანს.
გისურვებთ წარმატებებს უკვე პრავიანი :)

Saturday, October 15, 2011

ზამთრის ზღაპარი




-როგორ ფიქრობ დუ, ამაღამ რომელი ზღაპარი უნდა მოვუყუვეთ?
- ალბათ  დაკარგული ბიჭისა და სიზმრის ზღაპარი?
-გეგას რამეს გამოაპარებ? მშვენივრად ახსოვს რომ ეგ წინა ახალ წელს მოვუყევით.
-მაშინ  მგზავრისა და პრინცესის?
-რას ამბობ, ეგ თაიას საყვარელი ზღაპარია. თან არც საახალწლოა, უფრო სევდიანი მგონი.
ჯობია რამე ახალი მოვუყვეთ დუ.
-მაშინ ჩვენზე მოვუყვეთ დუ- გაიცინა კაცმა და ქალი მიიხუტა.
-ჩვენ ზღაპარი ვართ ?
- ჩვენ ყველაზე ლამაზი ზღაპარი ვართ...
ცოტა ხანში ოთახის კარები ერთმა პატარა არსებამ შემოაღო , ნელა ამობობღდა საწოლზე და მშობლების  შუაში მოხდენილად ჩაწვა.
-ანდრია მოსულა  -დედამ კისერში აკოცა ორი წლის ანდრიას -სად არიან თაია და გეგა?
-სძინავთ ჯერ. შეიძლება თქვენთან დავწვე? -იკითხა ანდრიამ მას შემდეგ რაც გემრიელად გაეხვია საბანში.
-დუ , ვის გავს ესეთი მაიმუნი ? -კითხა ცოლს კაცმა ,რომელიც ღიმილით უყურებდა ბავშვს.
-მამამის დუ -გაუცინა ქალმა.
-სხვათაშორის დედამისმა უნდა იჩქაროს . გოზინაყი გასაკეთებელია
-და ზღაპარიც მოსაფიქრებელი - აღარ დაამთავრებინა ქალმა ქმარს და ნელა წამოდგა საწოლიდან  : - ამ პატარა ავაზაკს შენ მიხედე , არ გადმოხტეს საწოლიდან.
რამდენიმე საათში , სახლი ახმაურდა და სიცილის ხმებით გაივსო. თაია და გეგა ეზოში ჩასავლელად ემზადებოდნენ, ლუიც ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა ,ხან კარებისკენ გაიქცეოდა, ხან ფანრჯრისკენ. თოვდა გარეთ.  ანდრიასთვის ეს პირველი თოვლი იყო , უფრო სწორედ მეორე, თუმცა პირველი არც ახსოვდა . ეზოში ყველანი ერთად ჩავიდნენ. მას შემდეგ რაც თოვლზე ანგელოზები დახატეს  , თოვლის პაპის გაკეთებას შეუდგნენ.
ცოტა ხანში კი  ყველანი ისეთი  სველები იყვნენ და დედამ  სერიოზულად მოითხოვა სასწრაფოდ ასულიყვნენ სახლში და გამთბარიყვნენ.
-მამა ამაღამ რას მოგვიყვები? კითხა დედამისის კალთაში მოკალათებულმა თაიამ.
-ოო ,ამაღამ ყველაზე ნამდვილ ზღაპარს მოგიყვებით.
-თუ გინდა იმ გოგოზე მოყევი ოქროს თმები რომ ქონდა -შესთავაზა ზღაპარი თაიამ, რომელიც იცოდა რომ მასზე იყო.
-ოქროსთმებიანი გოგოსი? რომ არ მახსენდება?
ის-ის იყო თაიამ ქვედა ტუჩი მოიბრიცა და სატირლად მოემზადა , რომ  გეგამ დაამშვიდა :
-ხომ იცი გეხუმრება სულელო. რა გატირებს?  თან ეს ზღაპარი ხომ თვითონ დაწერა მამამ შენზე, ის კი არასდროს დაგავიწყდება რაც დაწერე , არა მა?
-ჰო ეგრეა გეგა. რაც შენ დაწერე და რაც შენია ის არასდროს დაგავიწყდება. -უთხრა გეგას კაცმა და თაიასკენ წავიდა - ამ ოქროსთმიანი  გოგოს გაბრაზება კი ისე მიყვარს ხოლმე. ამ დროს ჩემს ერთ ნაცნობს ემსგავსება საოცრად, რომელიც ზუსტად ასე ბრიცავს ქვედა ტუჩს როცა ტირილს აპირებს. კაცი თავის ცოლს უყურებდა და იღიმოდა.
უკვე ღამდებოდა როცა ერთად შემოუსხდნენ ბუხარს, თან ანდრიაც მთქნარებას აეტანა და შეეშინდათ არ დაიძინოსო. ზღაპრის მოყოლის დრო ახლოვდებოდა .
გაზრდილი პიტერ პენის ამბავი - თქვა სათაური კაცმა და ცოლს შეხედა
ხომ გახსოვთ ამბავი პიტერ პენზე? ბიჭი  რომელსაც არ უნდოდა გაზრდა,მას სულ ბავშვობა სურდა. ის ყველაზე ყველაზე მამამაცი და ძლიერი იყო.მაგრამ ერთხელაც, ისე მოხდა რომ პიტერი ამ ქვეყანაში მოვიდა. მისი მოსვლის მიზეზი ერთი ლამაზი გოგო იყო, რომელიც შემთხვევით დაინახა როცა დაფრინავდა მრავალსართულიანი შენობების ირგვლივ. გოგოს ოქროს თმები ქონდა და ცასავით თვალები. პიტერს ისე მოეწონა გოგო, რომ ყოველ ღამე მოდიოდა მის ფანჯარასთან სანახავად. შემდგომ პიტერმა გოგო გაიცნო. ისინი ყველაზე ლამაზ ზღაპრებს ყვებოდნენ ქალთევზებზე და მეზღვაურებზე, მეკობრეებზე და მფრინავ ხომალდებზე. თქვენ წარმოდგინეთ  მშვენივრად კითხულობდნენ საიდუმლო რუკებს და თავისი გამოგონილი ენაც ქონდათ.  პიტერს ძალიან უყვარდა გოგოსთან ყოფნა და თამაში, მაგრამ იცოდა, რაც უფრო მეტ დროს ატარებდა მასთან მისი ჯადოსნურობა უფრო და უფრო ქრებოდა და ნელ-ნელა სიმაღლეშიც მიდიოდა. პიტერი იზრდებოდა და სასტიკად ეშნოდა ამისი. თუმცა ვერც გოგოს თმობდა.გადაწყვიტა რამდენიმე დღე აღარ გამოჩენილიყო და ეფიქრა რა ექნა. ასეც მოიქცა,მაგრამ დაბრუნებულს გოგო რომელიც მასთან ერთად ყველაზე საინტერესო თამაშებს იგონებდა ადგილზე აღარ დახვდა. აბა რა იცოდა მაშინ პიტერმა რომ გოგოს მშობლები სხვა სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად ? დიდხანს ტიროდა პიტერი რადგან არ იცოდა რა ექნა. ბოლოს გადაწყვტა დარჩენილიყო და რადაც არ უნდა დაჯდომოდა ეს გოგო ეპოვა. ასეც მოიქცა..
დღითი დღე იზრდებოდა და იცვლებოდა, თუმცა მის გულში არასდროს ილეოდა იმის იმედი რომ გოგოს იპოვიდა. ცოდვა გამხელილი სჯობია და პიტერს ზრდასთან ერთად გოგოს სახე დაავიწყდა ,თუმცა იმედი ქონდა თვალებით იცნობდა.
ასე გავიდა წლები, როცა ერთხელაც უკვე გაზრდილი  ,ქუჩაში გამოსული პიტერი ნაცნობ თვალებს არ გადააწყდა. სულ რამდენიმე წამი დასჭირდა რომ მიმხვდარიყო რომ მისი გოგო იპოვა.
კაცი გაჩუმდა და გაიღიმა. თაია თვალებგაფათოებული ეკითხებოდა -მერე რა მოხდაო?
-ზღაპარს ერთი კარგი თვისება აქვს მამა -განაგრძო კაცმა- ის  შეგიძლიათ თვითონ დაასრულოთ. ასე რომ ამაღამ, როცა დასაძინებლად დაწვებით დაამთავრეთ, თუ ვერ დაამთავრებთ მომავალ ახალ წელს აუცილებლად გიამობობთ- სათითაოდ აკოცა ბავშვებს. ანდრია უკვე იძინებდა და ნელა წაიყვანა ოთახისკენ . გეგა და თაიაც მიყვნენ და მალე ჩაიძინეს კიდეც.
-როგორ ფიქრობ , რომ ვერ მეცნე რა იქნებოდა ? კითხა ქმარს ქალმა რომელიც ფანჯრასთან იდგა და ღამის განათების შუქზე ხედავდა როგორ ათოვდა თოვლის ანგელოზებს.
- შეუძლებელია რომ ვერ გეცნე. მოეხვია კაცი ზურგიდან -ყველა ზღაპარი აუცილებლად სრულდება. ადრე თუ გვიან. ამ თუ იმ ცხოვრებაში. ჩვენც ავსრულდებოდით ოდესმე მაინც.
გარეთ ისევ თოვდა და  თოვლის ანგელოზებს, რომლებიც გაფრენილ ბავშვებს გავდნენ ნელ -ნელა ავსებდა ფიფქები.



მარი თინაშვილი

Saturday, September 24, 2011

როგორ გავიცანი მარი




ჩემზე ორი წლით დიდი იყო,მაგრამ უფრო ცელქი და მოუსვენარი. ისეთი რომ მის გამო ცხვირიც კი გამიტყდა ბავშოვბაში და სისხლიმდინარეს მიმარბებინბდნენ სასწრაფოთი.ყველაფერი კი იმითი დაიწყო, რომ  პირველი სართულის აივნიდან ვხტებოდით მორიგეობით. არ მახსოვს ზუსტად რატომ დამაჩქარა ,მაგრამ ისე გადმოვხტი რომ ცხვირით მიწას დავერჭვე.
მარი ჩემი ნათესავი იყო.ძალიან ახლო არა, მაგრამ არც მთლად შორეული.მაშინ არ ვიცოდი ეს რას ნიშნავდა,უბრალოდ მარი ჩემთვის იყო ადამიანი რომელთანაც კარგად ვთამაშობდი და ზოგჯერ მაფრთხობდა მისი ასეთი სიცელქე. ერთხელ მახსოვს როგორ იპოვნეს ღობის ძირას მიწოლილი ბებიამისის წამლების დალევის გამო.
მერე აირია წლები ,დაიწყო სამოქალოქო ომი და მარის ოჯახი საქართველოდან წავიდა. გადასხლდნენ ბაქოში და თან წაიღეს ჩემი ბავშვობის ძალიან სუფთა მოგონებები.მარი კი ჩემს წარმოსახვაში დარჩა როგორც მუხლებგადაყვლეფილი გოგო ,რომელსაც სულ  უელავდა თვალები და მორიგ გასართობს ეძებდა.
ხშირად ვფიქრობდი სადმე რომ გადავაწყდი ოდესმე თუ ვიცნობ მეთქი. 3-4 წლის წინ
მარიამობას სოფელში ავედი. საღამოს როცა ნათესავები ვნახე გადავწყვიტე ღამისთევაზე წავსულიყავი და წავედი კიდეც.  ეკლესიაში უამრავი ხალხი ირეოდა და იმდენად იყო ჩახუთული იქაურობა, რომ სასწრაფოდ მომინდა გამოქცევა. გამომსავლელად მოვტრიალდი როცა ნანცობ თვალებს წავაწყდი. შევხედე ,გავიხედე და ისევ შევხედე.ვიგრძენი რომ თვითონაც ასე მიყურებდა. დაკვირვებული დაჟნებული მზერით. ვერ მივხვდი როგორ გავარღვიე ხალხი და მისკენ წავედი,ის კიდევ ჩემსკენ გამოქანდა.ალბათ ერთი  10 წუთი ვყავდი ჩახუტებული და არ მიშვებდა, არც მე ვუშვებდი.მერე გარეთ გამოვედით და ჩამოვჯექით იქვე. ვუყურებდით ერთმანეთს და ხმას არ ვიღებდით.
-როგორ გამიხარდა რომ არ შეცვლილხარ -მითხრა და გამიცინა
-მეც თვალებით გიცანი -ვუპასუხე და ისევ ჩავეხუტე.
-რამდენი დაგვრჩა სათამაშო არა? -მკითხა და მეც თავის დაქნევით ვუპასუხე.
სულ რამდენიმე საათი ვისაუბრეთ და იმდენი მოგონება გავუცვლაეთ ერთმანეთს,ზოგი მარტო მას რომ ასხოვდა ,ზოგი მარტო მე.
საუბრის დასასრულს  ნომრებიც გავცვალეთ და პირობა ჩამომართვა რომ ჩავსულიყავი ბაქოში. მეც დავპირდი რომ ჩავიდოდი.მართლა მინდოდა კიდეც,მაგრამ ვერ მოვახერხე.
ამ რამდენიმე დღის წინ სოფელში ავედი .სახლისკენ რომ მივიოდი გზად მარის და დავინახე, რამდენიმე დღით ჩამოვედითო მითხრა.მარიც აქ იყო მაგრამ გუშინ წავიდა უკან, გირეკა და ვერ დაგიკავშირდაო. გული ჩამწყდა.მაგრამ ვიცი რომ ბაქოში მელოდება ჩემი ბავშვობის ნაწილი, რომელთანაც უნდა ჩავიდე და ვუთხრა : მარი მე მოვედი. წამო ვითამაშოთ.

Saturday, August 27, 2011

ჩემები



მიზიდულობა
 
და განა რამე?
სიამოვნებით დავწვებოდი შენი საწოლის ცარიელ მხარეს.
ისე უბრალოდ სისულელეებს მოგიყვებოდი,
თუნდაც კვადრატულ განტოლებას აგიხსნიდი
და მოძრავი A პუნქტიდან B პუნქტისკენ მიმავალ
მატარებლის მსგავსად შემცირდებოდა მანძილი
სხეულებს შორის.
მოგიყვებოდი თუნდაც ჭორებს საკუთარ თავზე, ეჰ იმდენია.
შენ კი იცინებდი და თავს მხარზე დამადებდი.
გამოზომილი სუნთქვით შენს ყურთან განვიხილავდი
სამი იმპერატორის ომს.
გენიალურ მხედართმთავრებს, დავცინებდი კარის მხატვრებს.
მერე თითებსაც დავატოლებდით, ისე უბრალოდ
მიზიდულობის კანონსაც გაგახსენებდი.
შენ კი ამომხედავდი და მეტყოდი :
-მაკოცე რა..
და განა რამე?
საიმოვნებით დავწვებოდი შენი საწოლის ცარიელ მხარეს.

სახლი
 
როცა  ქალაქში  ნისლი იწვა ოქტომბრის ბოლოს,
სამშობიაროს მოსაცდელში შენ  გერქვა კაცი ,
რომელიც მალე გახდებოდა მამა,-
ან ქვრივი
და სანამ დილით
არ გითხრეს რომ კარგად დასრულდა,
იქამდე ხელი არ გაუშვი პატარა ლოცვანს,
თუმცა ყოველთვის არ იყავი დიდი მორწუნე,
ეკლესიებში ტურისტივით თუ შეირბენდი
და ახლა, როცა მომაკვდავი შვილი  გაცოცხლდა,
ლაზარეს ვარქმევ, იფიქრე და ახალ სალოცავს
შემოუშენე იმედის და რწმენის ბურჯები...
ცხოვრება დღეებს  გიშრის მძივად კინძავდა თქვენთვის.
ცხოვრობდით მშვიდად.ძირს დაყრილი ფოთლების
სევდით ზრდიდი ბავშვს ასე და აჩვევდი ათასგვარ  ფიქრებს.
საღამოობით აკვარიუმის ოქროს თევზებთან
ისხედით ერთად, უყურებდით რომელი მეტად
სწრაფი იყო. ამ დროს კი დედა,ოთახების გულის სიღრმიდან
დაგიძახებდათ-ბიჭებო მოდით.
დეკემბრის ოცში ,როცა სუსხი ტეხდა ღამეებს,
შენ და ლაზარე მოსაცდელში ტკეპნიდით წამებს
ამ დროს კი მათე გაჩნდა რვა თვის. ჯერ არ ელოდით.
ვერ მოიცადა, სულსწრაფობა გამოყვა მამის,
შენ ცოლს კი ფერი შემოდგომის შერჩა სახეზე...
მისი თმებიდან ამოგქონდა სურნელი თაფლის
და მერე ფანქრით გადაგქონდა თეთრ თაბახებზე.
დაბრუნებული  სამსახურიდან ყოველ საღამოს
აკაკუნებდი სახლის კარზე, ძალიან ფრთხილად,
ფიქრობდი, ძინავს პატარას და მერე საწოლთან
დახრილი, ისე ისუნთქავდი მის თოთო სურნელს,
როგორც გაზაფხულს და ალუბლის კვირტდამსკდარ ტოტებს...
ყოველთვის, როცა თმას იშლიდა ოთახში დილა,
გტკიოდა გული და გახრჩობდა რაღაცა შიგნით,
სახელს ვერაფრით უძებნიდი ,სანამ ერთხელაც,
შენმა ცოლმა ჩაძინებულს არ ჩაგჩურჩულა-
ტკივილამდე ბედნიერი ვარ.
 
ძილისპირული ანუ თბილი ლექსი ზამთრისთვის

სულ უბრალოდ რომ ვისხდეთ ახლა
ბავშვობის სახლთან,
სოფლის ძაღლები ჩვენთან ერთად ღამეს ათევდნენ,
მეუბნებოდე- შემოდგომით ცას ახველებს და
ჩვენ ორის გარდა არ ყოლია ამ წელს მნახველი.
ალბათ აურა, სიძველისა შერჩათ ოთახებს
და ბებიის შალს,ნამზითევს და გაცვეთილს ოდნავ,
მხრებზე მოგახვევ...
ბავშვობაში რომ  ჩადრი იყო, ხან ყაბალახი,
ხან ჯოხის ცხენის უნარიგი... ხან რა და ხან რა...
სად გაწვდებოდა ფანტაზიას მაშინ
საზღვრები-
უკვე დიდები მოწყენისგან ყველაფერს ვსაზღვრავთ...
დაძინებამდე მოვყვებოდით ათასგვარ ზღაპარს,
სასაცილოა,
მგონია, რომ აღარ ვიზრდებით-
ჩამჩურჩულებდი სამეფოდან ნახევრად ძილის.
ნუ გეშინია,
ჩვენ სულ ერთად,სულ ერთად ვივლით
დაგამშვიდებდი და შენს  წილ ძილს ჩავეკრობoდი.
ჩურჩხელებივით ჩატკბებოდნენ ჩვენი სიზმრები
შეჭირხლულ კედლებს დაუვლიდა ბუხრიდან სითბო...
***************************************************
ხანდახან როცა, წვიმს ქალაქში ,მცივა და ვფიქრობ-
სულ უბრალოდ რომ ვისხდეთ ახლა…
ბავშვობის სახლთან...

გავივლით ჩვენც და


გაივლის წლები, წლებს ვინ ჩივის გავივლით ჩვენც და
დარჩება ისევ შემოდგომა,დარჩება ფიქრი,
რომ რაღაც ისე არ დამთავრდა დაიწყო როგორც
ან არ დაიწყო ისე როგორც საჭიროდ თვლიდი.
დარჩება სახლი,დაკეტილი ფანჯრები, მტვერი
და ფილაქანზე მოფანტული ფოთლები მწკრივად.
ბაღის სიღრმეში ჩაკარგული პატარა სკამი
აივნის ფიცრის ჭრიალი და ნოემბრის წვიმა.
გაივლის წლები,წლებს ვინ ჩივის გავივლით ჩვენც და
დაგვრჩება ისე აქა-იქა წარსულზე ფიქრი,
რომ რაღაც ისე არ დაიწყო ,დამთავრდა როგორც
ან არ დამთავრდა ისე როგორც საჭიროდ ვთვლიდით. 


სიჩუმის აღთქმა
 
ასე მგონია, მელოდები რომ რაღაც გითხრა
და პასუხები დავახვედრო შენს ნასროლ კითხვებს.
წუხელ, ღრუბლები ჩამოვიდნენ მიწაზე ციდან
და ჩვენი ქუჩაც გუბე-ღილებს ბავშვურად იხდენს…

მეც შევალეწე ქარის წისქვილის ჯიუტად ფრთები…
გაგეცინება და მებრძოლი ვიყავი ერთ დროს…
ახლა, ჭრილობებს, რომ მიხვევენ მაშინღა ვდგები,_
საწოლიდან და ჩემს ოთახსაც ვერაფრით ვერ ვთმობ.

გაგიკვირდება და დაკარგვა დამჩემდა ხალხის…
პოეტობა კი, ნიჭზე მეტად წყევლაა ვფიქრობ ...
ზიხარ და განცდილ ემოციებს ფურცელზე თხაპნი,
ტკივილზე წერაც გსიამოვნებს და თავსაც ირთობ…

ისევ გგონია, რომ სათქმელი რაღაცა დამრჩა ,
რომ მოვალ ჩუმად,მოგიყვები,ჩვენზე ძველ ამბებს…
ის კი  არ იცი , ჩევნ ორს შორის სიჩუმის აღთქმა
დაგასწარი და მე პირველმა, შენამდე დავდე.




მარი თინაშვილი

Wednesday, August 10, 2011

game over


ზეფირი მახსოვს სასწაულივით ბავშვობიდან.
მაშინ როცა მშიერი   90 იანები იყო,ყველა სახლიდან ნავთის სუნი გამოდიოდა
და ორ დღეში ერთხელ ჩართული ტელევიზორი  იუწყებოდა როდის და სად ვკარგავდით ქალაქებს, ჩემი მეზობელი ზეფირებს "აცხობდა " ( თუ აკეთებდა).სამი ფერის იყო ეს ჰაეროვანი მასა :-  ყვითელი,ვარდისფერი და თეთრი. სუნი კიდევ ისეთი გემრიელი ჰქონდა , გაიძულებდა რომ ფანჯრიდან გადაპარულიყავი და მაგიდაზე გასაციებლად დაწყობილი სასწუალები პირისკენ გაგექანებინა.
მე არასდროს გადავპარულვარ ფანრჯიდან, თუმცა ბერვჯერ წარმომიდგენია როგორ ვაკთებედი ამას.
მერე ნელ -ნელა შუქმაც იმატა ფანჯრებში და მარიოც გამოჩნდა რუბინის ძველ ეკრანებზე.ვთამაშობდი და ვთამაშობდი,მივრბოდით მთელი ჩემი თაობის ბავშვები პრინცესას გადასარჩენად და ბოლოს ხელში ან გაუვლელი მანძილი ან რაღაც მახინჯი არსება გვხვდებოდა და გვებნებოდა :game over.
ჩვენ კი ჯიუტად ვიძინებდით და სიზმარშიც გავრბოდით.
სირბილის მანია ჩემს თაობას სისხლში აქვს უკვე, გავრბივართ ქალაქიდან, ქვეყნიდან, ადამიანებისგან,ყველაზე მეტად კი ჩვენი თავებიდან გავრბივართ, რადგან ჩვენივე თავის  გვრცხვენია აუხდენელი ოცნებების , შეუსრულებელი დაპირებების და ვერ გასინჯული ზეფირების გამო. გავბრივართ რომ თავები გადავირჩინოთ.
შარშან გავსინჯე ყვითელი ზეფირები და გავიფიქრე რომ სასწაულებსაც ეკარგებათ გემო.

Tuesday, July 19, 2011

Victory is mine - Stewie Griffin


ყველაფერი  1999 წელს დაიწყო, როცა ამერიკელმა ანიმატორმა და სცენარისტმა სეთ მაკფარლეინმა ანიმაციური სერიალი "Family Guy" შექმნა. მას შემდეგ შავი იუმორით გაჯრებულ სერიებს მთელს მსოფლიოში მაყურებელი არ მოკლებია .მულტსერიალის მთავარი პერსონაჟები არიან , პიტერ, ლუის, მეგი,კრის, ბრაიან და სტივი გრიფინები.
მათ შორის კი ჩემი უსაყვარლესი პერსონაჟია სტივი გრიფინი.ჩვილი, რომელიც ოცნებობს მსოფლიოს დამონებასა და დედამისის (ლუის გრიფინის) მკვლელობაზე. სტივის შესაშური შავი იუმორი და ინსტრუქტორის ნიჭი აქვს. უყვარს იარაღები და ხშირად ატარებს თნ .იცის ტანკის, ვერტმფრენის და მანქანის მართვა. ლაპარაკობს რამდენიმე ენაზე,აქვს ოთახში მოწყობილი საიდუმლო ოთახები რომლებშიც სამყაროს გამანადგურებელ იარაღებს ცდის.შესაშურად კარგად მღერის და უკრავს.ყავს მეგობარი დათვი რუპერტი, რომელსაც ყველაფერს უყვება. ერთ-ერთ სერიაში რუპერტს ძაღლი გაიტაცებს, ლუისი დაედევნება და გადაარჩენს რუპერტს. ამის შემდეგ სტივი იცვლის მიდგომას დედამისის წინაშე და დიდი სიძულვილის დიდი სიყვარულით ცვლის. თუმცა არც ისე დიდი ხნით,როგორც კი ლუისი მის მიმართ ყურადღებას მოადუნებს სტივი კვლავ ანტირისტედ იქცევა :
Stewie Griffin: Damn you, vile woman, you've impeded my work since the day I escaped your wretched womb.

ასევე მეგობარი რომელსაც ხშირად უზიარებს თავის აზრებს სტივი, გრიფინების მოლაპარაკე ძაღლი ბრაიანია. ყველაზე მეტად სტივის ბრაიანის წვალება უყვარს :

Stewie: How you uh, how you comin' on that novel you're working on? Huh? Gotta a big, uh, big stack of papers there? Gotta, gotta nice litte story you're working on there? Your big novel you've been working on for 3 years? Huh? Gotta, gotta compelling protaganist? Yeah? Gotta obstacle for him to overcome? Huh? Gotta story brewing there? Working on, working on that for quite some time? Huh? (voice getting higher pitched) Yea, talking about that 3 years ago. Been working on that the whole time? Nice little narrative? Beginning, middle, and end? Some friends become enemies, some enemies become friends? At the end your main character is richer from the experience? Yeah? Yeah? (voice returns to normal) No, no, you deserve some time off.


Brian: You're drunk.
Stewie: You're sexy.


მოკლედ ვისაც ეს პატარა ბოროტი გენიოსი უყვართ,ჩემი რჩევის გარეშეც სიამოვნებით  გადახედავენ საყვარელ მომენტებს, მე კი ჩემს საყვარელ მონაკვეთს დავდებ აქვე

Saturday, July 9, 2011

ჩემი უცნაური ჩვევები



ყველა ადამიანს აქვს მისთვის დამახასიათებელი ჩვევა, ზოგი ძალიან სასცილოა, ზოგიც -უცნაური. გადავწყვიტე ის ჩვევები ჩამოვწერო რაც ჩემთვის დამახასიათებელ უცნაურობად მეჩვენება.
მანამდე კი იმას დავწერ, რატომ მომინდა ამაზე წერა. წეღან სტუმარმა წყალი მთხოვა . ჭიქა ავავსე და ის-ის იყო უნდა გამეტანა ოთახში რომ რამის ცოტა მოვწრუპე. არ ვიცი რატომ მარა ეს ჩვევა მახასიათებდა სანამ არ ვაიძულე თავი გადავჩვეოდი.

მთელი სტუნდენტობა მახასიათებდა სასწავლი და უკვე ნასწავლი კონპსექტების გვერდი -გვერდ დაწყობა და შედარება. საკმარისი იყო თუნდაც ერთი ფურცელი მესწავლა რომ სწარაფად გადავდები "ნასწავლების" მხარეს და ვადარებდი "სასწავლს". უბედნიერესი ვიყავი როცა "ნასწავლის" სიმაღლე აღემატებოდა "სასწავლისას".
დღემდე გაუცნობიერებლად ვაფუჭებ ყველაფერს რაც ხელში მიჭირავს. შეიძლება იყოს ფურცელი რომელიც დავანაკუწო, კალამი დავშალო , თან ვერ ვხვდები რომ ამას ვაკეთებ. ამის გამო წინა სამახურში "მავნე" შემარქვეს.
როცა ვიცინი მარჯვენა ლოყა მეჩვრიტება და ეს ისე მომწონს სულ ვიცინი. (ბლუშ)
სახლიდან რომ გავდივარ აუცილებლად ვამოწმებ დაიხურა თუ არა კარი. ასევე სამსახურიდან წამოსვლისას ვამოწმებ ყველაფერი თუა ჩაკეტილ-ჩარაზული.

ვერ ვიტან სადმე შუაში ჯდომას , ორ ადამიანს შუა მითუმეტეს. ყოველთვის ვცდილობ კედლის მხარეს დავჯდე. თუ სადმე ვრჩები ყოველთვის კედლის მხარეს ვიძინებ.

მობილურში ვშლი ყოფილების ნომრებს და მესიჯებს, ასევე ყველა სოციალურ ქსელში ვშლი. არ მინდა წამიერი სისუტის ჟამს "მიმწეროს" ან "დამეთვალიერებინოს ".

ლიფტში შესვლისთანავე წარმოვიდგენ როგორ ვარდება და ვკვდები,მერე ვდგევარ თვალებგაფართოვებული და ველოდები სწრაფად მივიდეს დანიშნულების ადგილზე.

უუცნაურესი ჩვევა კი არა აკვიატებაა ალბათ რომ მგონია ოდესმე შეიძლება ზომბები მართლა შემოგვესიონ , თან თავის დაცვის მეთოდებით კი ვიცი )))))))

ტრასპროტში ყოველთვის წინასაწარ ვამზადებ ჩასვლისთვის გადასახდელ ხურდას და ნერვები მეგლიჯება როცა ვინმე ჩასვლის მერე იწყებს ხურდის ძებნას.ასე მგონია ძვირფასს დროს მართევს.
ჯერ-ჯერობით სულ ესაა

ელფების სიმღერა




                                 „მე ვგზავნი შენს წინაშე ჩემს  ანგელოზს,რომელიც                               
                                                                             განამზადევს შენს გზას „
                                                                      (ახალი აღთქმა  ლუკ.7.27)

 დილის შვიდი   საათი იქნებოდა როცა სამგზავრო გემი „უქრეფი“ პორტიდან გავიდა. დანიელი
ფანჯარასთან იდგა და უყურებდა , როგორ მიაცილებდნენ გემს საპატრულო კატარღები.
სასტუმრო სადაც ის განთავსდა ზემოდან გადაჰყრებდა საპორტო ქალაქს. ღამე განსაკუთრებით ლამაზი იყო მილიონი ციმციმა სინათლით სავსე ქალაქი, ყურადღებით თუ დააკვირდებოდით, ზღვაში გასული გემების შუქსაც გაარჩევდით  სიბნელეში. გემები ძირითადად თევზმჭერი  და ტვირთმზიდი იყო , თუმცა ხანდხან ქალაქს სამგზავრო გემებიც სტუმრობდნენ. ამ დროს მაცხოვრებლები სანაპიროზე პატარა დახლებს დგამდნენ და ზედ მანათობელი ნიჟარების მძივებს აწყობდნენ. მანათობელი ნიჟარები ღამე სუსტ შუქს გამოსცემდნენ , ზოგი იმასაც ამბობდა, რომ როცა მეთევზეები იძინებდნენ, ნიჟარები სიმღერას იწყებდნენ. სწორედ აქ ჩამოვიდა დანიელი . სასტუმროში მოთავსებისთანავე მის საყვარელ საქმიანობად გემების გაცილება იქცა. ყოველ დილით შვიდ  საათზე იღვიძებდა და ფანჯრიდან უყურებდა როგორ გადიოდნენ გემები ზღვაში. დღის დანარჩენ ნაწილს პორტში ატარებდა.ზოგჯერ მეთევზეებთან ერთად ნაპირზე იჯდა და მათ საუბარს უსმენდა. მეთევზეები ცოტას ლაპარაკობდნენ, თუმცა მისთვის ესეც საკმარისი იყო.
- სად მიდიან  ადამიანები?- ჰკითხა ერთხელ მეთევზს, რომლის გვერდითაც რამდენიმე საათი იჯდა.
- ადამიანები  ძირითადად  წრეზე დადიან, ამიტომაც ზოგჯერ მათი გზა არ ემთხვევა ჩვენსას და  გვგონია სხვაგან წავიდნენ, - მეთევზს თვალი არ მოუშორებია წყლის ზედაპირისთვის ისე უპასუხა.
- ნეტა, მეც ამცდა ვინმე? - თავის თავს უფრო შეეკითხა დანიელი
- მაგაზე დარდი არ ღირს. ადრე თუ გვიან მაინც მოხდება გზის დამთხვევა, ეს შენზე კარგად სამყარომ იცის როდის უნდა მოხდეს.
დანიელმა  პორტი მალევე დატოვა და სასტუმროს გზას გაუყვა. ცა ისე იყო მოღრუბლული, რომ მალე წვიმას დაიწყებდა. სასტუმროს ფოიეში მაგიდასთან მჯდარი პატარა ბიჭი დაინახა.
ბავშვს ხელში სათამაშო მანქანა ეჭირა და მაგიდის ზედაპირზე დაატარებდა. დანიელმა  ნომრის გასაღები მოითხოვა და ის ის იყო კიბეზე ფეხი შედგა რომ ზურგსუკან ხმა მოესმა
- იცი, ელფები კვდებიან კიდეც!
ხმის პატრონი ბიჭი  ისევ ისე დააგორიალებდა მანქანას მაგიდის ზედაპირზე და თან კაცს უყურებდა.
- ალბათ იცოდი, მე კი ეხლა გავიგე. გუშინ მითხრა ერთმა მგზავრმა რომელიც ქალაქში გემს ჩამოყვა.
- არა, არ ვიცოდი, – უპასუხა დანიმ – მაგრამ დღეიდან მეცოდინება, – ბავშვს გაუღიმა და კიბეზე  ავიდა.
ნომერში შესულმა საშინელი დაღლილობა იგრძნო, საწოლზე მიწვა და ჩაეძინა.
მთელი ღამე მკვდარი ელფები ესიზმრებოდა უცნაური, მშვიდი მელოდიის ფონზე. გამოღვიძებულმა გახსენება სცადა ,მაგრამ არ გამოუვიდა. აივანზე გავიდა და ისევ ჰორიზონტს დაუწყო ყურება. მეთევზეები იწყებდნენ ღია ზღვაში გასვლას.
- რას აკეთებ? – მოესმა ნაცნობი ხმა.
ეზოში ხის სკამზე ბიჭი იჯდა. ფეხებს ჰაერში აქანავებდა და დანის აივანს უყურებდა.
- გემებს ვაცილებ. რატომ არ გძინავს?
-მომწონს შენი თამაში. შეიძლება მეც გავაცილო ?
-კი ბატონო, – გაუღიმა დანიელმა
ბიჭი ადგილიდან მოწყდა და რამდენიმე წუთში უკვე ერთად იდგნენ აივანზე.
- ცუდია რომ ვერ ხედავენ როგორ ვუქნევ ხელს. დიდი ხანია ამ თამაშს თამაშობ?
- რაც ამ ქალაქში ჩამოვედი. ასე ვეჩვევი.
- რას გემების გაცილებას ?
- არა , ადამიანების გაცილებას.  ვდგავარ და ვუყურებ, სანამ თვალს არ მიეფარება გემი. ადამიანებთანაც ასევეა, დგახარ და უყურებ როგორ მიდის შენგან. ამიტომ ისღა დაგრჩენია, შეეჩვიო.
- მგონი სხვანაირად ჯობს. აი, მე როცა ეზოდან სახლში ავდივარ, ჩემს მეგობრებს ცოტა ხნით ვემშვიდობები და მერე ისევ ვაგრძელებთ თამაშს.
-ზოგჯერ ასეც ხდება,დროებითი დამშვიდობები.
საპორტო ქალაქში წვიმას იწყებდა.
- შენი სახელი რომ არ ვიცი ? – ჰკითხა დანიელმა ბავშვს
-ლენო, მაგრამ შენ თუ გინდა ელფი დამიძახე, - გაიცინა ბიჭმა.
- კარგი ელფო. არ გინდა ცხელი შოკოლადი დავლიოთ და გავთბეთ? -ბავშვმა თავი დაუქნია და ორივენი  სასტუმროს რესტრონისკენ წავიდნენ.
- შენზე ამბობენ რომ, მწერალი ხარ. რა არის ეგ ? - ჰკითხა ლენომ,მას შემდეგ  რაც ფინჯანი მოაცარიელა და ტუჩები მკლავით მოიწმინდა.
-ესეც თამაშია. წარმოდგინე ბევრი მანქანა გყავს და ბევრი სათამაშო. შენ მათ ამბებს, ისტორიებს უგონებ.
-მომწონს. მეც მინდა მწერალი ვიყო .
-ჰოო? რა უნდა დაწერო უკვე მოიფიქრე?
-კი. დავწერ რომ ელფები სიკვდილის წინ მღერიან და ესე ემშვიდობებიან ერთმანეთს.
- მგონი  ძალიან სევდიანი მწერალი იქნები, - გაუღიმა დანიელმა
ლენოს  არაფერი უთქვამს, ფეხსაცმელზე თასმის შეკვრით იყო უკვე დაკავებული.
რესტორნიდან პორტში წავიდნენ. ბავშვი ბორდიურებზე დადიოდა ასკინკილით.
- ხუთამდე თუ დავითვლი და არ ჩამოვვარდი ახალი მანქანა მექნება..
-ათამდე თუ დავითვლი და თვალებს არ გავახელ, გემით წავალ ამ ქალაქიდან..
-თუ ოცამდე დედას ვნახავ...
სანაპიროზე მეთევზეებთან ჩამოსხდნენ.
- ამაღამ ქალთევზები ამოვლენ ხმელეთზე, - ჩაილაპარაკა ერთმა მეთევზემ
- მალე წასვლის დრო მოვა. ქალაქმა იცის როდის გაგვაცილოს, - გაეპასუხა  მეორე.
ლენო  წამოდგა და სადღაც  გაიქცა.
- იცნობთ ამ ბიჭს? – ჰკითხა დანიმ  მეთევზეებს
- ერთად ჩამოხვედით ქალაქში.  ნაპირთან წყალში თამაშობდა როცა ტალღამ დაარტყა.. იქ კიდევ სჯერათ რომ გადაარჩენენ..
დანიელი  გაკვირვებული უყურებდა მეთევზეებს.
- აქ რა უნდა  თუ მკვდარია ?
-ყველა აქ მოდის ვინც ,იქიდან უკვე წამოვიდა.ცოტა ხნით ჩერდებიან და მერე ისევ აგრძელებენ გზას.
- მეც მკვდარი ვარ? - პასუხის მოლოდინში იგრძნო რომ სისხლის ნაცვლად გაყინული მასა დაუდიოდა ძარღვებში.
- სადღაც შუაში ხარ. უფრო სწორედ ამ წამებშიც ცდილობენ გადაგარჩინონ.
- კი მაგრამ გვირაბი? ხომ უნდა დამენახა რაღაც გვირაბი რომელსაც ჩემი სული გაივლიდა- ცდილობდა რაიმე ხავვს მოკიდებოდა.
მეთევზეები ახარხარდნენ.
- ყველა გადის თავის სიკვდილს გვირაბს სიცოცხლეშივე. აქ კი უფრო დამსვენებლებივით ჩამოდიან . სიკვდილი სიცოცხლისგან დასვენებაა.
- მერე რა ხდება? 
- ისვენებენ და უკან მიდიან. ახალი სახით და ცხოვრებით.  მხოლოდ ერთეულებს  ახსოვთ სად იყავნენ, უმეტესობას ავიწყდება.
- არ იცვლებიან?
- ადამიანები არ იცვლებიან. უბრალოდ იმდენად კარგად თამაშობენ  შეცვლას რომ ბოლოს თვითონვე იჯერებენ.
მეთევზეებმა ანკესები წამოკრიფეს და ნაპირიდან გაუჩინარდნენ. დანიელი  ადგილზე დარჩა. უყურებდა ჰორიზონტზე მოფანტულ გემებს და ფიქრობდა. არ აინტერესებდა რისგან მოკვდა, უფრო გზის გაგრძელებაზე ფიქრობდა. რისთვის დაბრუნდეს ? იმ სამყაროში კარგა ხანია ცოცხალი მკვდარი იყო. ცხოვრობდა რეფლექსების დონეზე, მორგებული ნიღბით და იმდენად კარგად შეეთვისებინა ეს ნიღაბი სახიდან აძრობაც კი უჭირდა . იტალიურ ეზოში, პირველი სართულის ნესტისგან დაობებული  ორიოდე წიგნი, გადასახადების რამდენიმე ქვითარი და ერთ-ორი ადამიანისთვის სამყოფი მოგონება - აი რა დარჩებოდა მისგან.
ნელა წამოდგა და ნაპირს გაუყვა. გადაწყვიტა რომელიმე მეთევზე ეპოვნა.
- მინდა  ამაღამ გარდავიცვალო, - უთხრა ერთ-ერთს რომელიც უკვე წასასვლელად ემზადებოდა
- გემი დილის 7 საათზე გავა, პორტში იყავი.
დანიელი  სასტუმროში დაბრუნდა.ზღვა ნელ-ნელა იწყებდა ნაპირზე ამოსვლას. მეთევზის ნათქვამი გაახსენდა ქალთევზებზე. აივნის კარი ღია დატოვა და ოთახში დაბრუნდა. თავის ცხოვრებას იხსენებდა და გული სწყდებოდა. რამდენი გაფანტული დრო, დაკარგული ადამიანი, ხელიდან გაშვებული მომენტი იყო. გარდაცვალება ცხოვრების ხელახლა დაწყების ერთადერთ  შანსს აძლევდა წაშლილი მეხსიერებით. იქნებ ეხლა მაინც მოეხერხებინა ეცხოვრა და არა ინსტიქტურად გაჰყოლოდა დროის დინებას.
ამ ფიქრებში ჩაეძინა კიდეც.უსიზმროდ ეძინა, კარებზე კაკუნის ხმამ გამოაღვიძა.
კარგის ზღურბლზე ლენო იდგა.
- მოდიხარ ? ჰკითხა და თავი პორტისკენ გაიქნია.
კიბეები ჩაირბინეს და ცოტა ხანში უკვე გემის ბაქანზე იდგნენ.
- მოიფიქრე უკვე ვინ იქნები ? – ჰკითხა ბავშვმა .
- არა , ჯერ არა , შენ? დანიელი  ქალაქს უკვე გემიდან უყურებდა და ხედავდა როგორ ბაცდებოდა თანდათან.
- შეხედე, ქალაქი ზღვაში ჩავიდა, – პასუხს თავი აარიდა ლენომ.
ქალთევზები ნაპირზე ისხდნენ, მეთევზეები ანკესებს ისვრიდნენ წყალში და უსმენდნენ როგორ მოჰქონდა ნიავს შორიდან ელფების ბოლო სიმღერა.
 - გვამი მორგში გადაასვენეთ, - ჩაიბურტყუნა რეანიმაციიდან გამოსულმა ექიმმა და კაბინეტში შევიდა.
-ის ბავშვიც დაიღუპა ამ დილით, რომლის გადარჩენასაც ეს უბედური ცდილობდა, - ექთნებმა საკაცეზე დასვენებული გვამი ჭორაობით გამოიაგორეს ოთახიდან და მორგის გზას გაუყვნენ.

მარი თინაშვილი