Tuesday, July 19, 2011

Victory is mine - Stewie Griffin


ყველაფერი  1999 წელს დაიწყო, როცა ამერიკელმა ანიმატორმა და სცენარისტმა სეთ მაკფარლეინმა ანიმაციური სერიალი "Family Guy" შექმნა. მას შემდეგ შავი იუმორით გაჯრებულ სერიებს მთელს მსოფლიოში მაყურებელი არ მოკლებია .მულტსერიალის მთავარი პერსონაჟები არიან , პიტერ, ლუის, მეგი,კრის, ბრაიან და სტივი გრიფინები.
მათ შორის კი ჩემი უსაყვარლესი პერსონაჟია სტივი გრიფინი.ჩვილი, რომელიც ოცნებობს მსოფლიოს დამონებასა და დედამისის (ლუის გრიფინის) მკვლელობაზე. სტივის შესაშური შავი იუმორი და ინსტრუქტორის ნიჭი აქვს. უყვარს იარაღები და ხშირად ატარებს თნ .იცის ტანკის, ვერტმფრენის და მანქანის მართვა. ლაპარაკობს რამდენიმე ენაზე,აქვს ოთახში მოწყობილი საიდუმლო ოთახები რომლებშიც სამყაროს გამანადგურებელ იარაღებს ცდის.შესაშურად კარგად მღერის და უკრავს.ყავს მეგობარი დათვი რუპერტი, რომელსაც ყველაფერს უყვება. ერთ-ერთ სერიაში რუპერტს ძაღლი გაიტაცებს, ლუისი დაედევნება და გადაარჩენს რუპერტს. ამის შემდეგ სტივი იცვლის მიდგომას დედამისის წინაშე და დიდი სიძულვილის დიდი სიყვარულით ცვლის. თუმცა არც ისე დიდი ხნით,როგორც კი ლუისი მის მიმართ ყურადღებას მოადუნებს სტივი კვლავ ანტირისტედ იქცევა :
Stewie Griffin: Damn you, vile woman, you've impeded my work since the day I escaped your wretched womb.

ასევე მეგობარი რომელსაც ხშირად უზიარებს თავის აზრებს სტივი, გრიფინების მოლაპარაკე ძაღლი ბრაიანია. ყველაზე მეტად სტივის ბრაიანის წვალება უყვარს :

Stewie: How you uh, how you comin' on that novel you're working on? Huh? Gotta a big, uh, big stack of papers there? Gotta, gotta nice litte story you're working on there? Your big novel you've been working on for 3 years? Huh? Gotta, gotta compelling protaganist? Yeah? Gotta obstacle for him to overcome? Huh? Gotta story brewing there? Working on, working on that for quite some time? Huh? (voice getting higher pitched) Yea, talking about that 3 years ago. Been working on that the whole time? Nice little narrative? Beginning, middle, and end? Some friends become enemies, some enemies become friends? At the end your main character is richer from the experience? Yeah? Yeah? (voice returns to normal) No, no, you deserve some time off.


Brian: You're drunk.
Stewie: You're sexy.


მოკლედ ვისაც ეს პატარა ბოროტი გენიოსი უყვართ,ჩემი რჩევის გარეშეც სიამოვნებით  გადახედავენ საყვარელ მომენტებს, მე კი ჩემს საყვარელ მონაკვეთს დავდებ აქვე

Saturday, July 9, 2011

ჩემი უცნაური ჩვევები



ყველა ადამიანს აქვს მისთვის დამახასიათებელი ჩვევა, ზოგი ძალიან სასცილოა, ზოგიც -უცნაური. გადავწყვიტე ის ჩვევები ჩამოვწერო რაც ჩემთვის დამახასიათებელ უცნაურობად მეჩვენება.
მანამდე კი იმას დავწერ, რატომ მომინდა ამაზე წერა. წეღან სტუმარმა წყალი მთხოვა . ჭიქა ავავსე და ის-ის იყო უნდა გამეტანა ოთახში რომ რამის ცოტა მოვწრუპე. არ ვიცი რატომ მარა ეს ჩვევა მახასიათებდა სანამ არ ვაიძულე თავი გადავჩვეოდი.

მთელი სტუნდენტობა მახასიათებდა სასწავლი და უკვე ნასწავლი კონპსექტების გვერდი -გვერდ დაწყობა და შედარება. საკმარისი იყო თუნდაც ერთი ფურცელი მესწავლა რომ სწარაფად გადავდები "ნასწავლების" მხარეს და ვადარებდი "სასწავლს". უბედნიერესი ვიყავი როცა "ნასწავლის" სიმაღლე აღემატებოდა "სასწავლისას".
დღემდე გაუცნობიერებლად ვაფუჭებ ყველაფერს რაც ხელში მიჭირავს. შეიძლება იყოს ფურცელი რომელიც დავანაკუწო, კალამი დავშალო , თან ვერ ვხვდები რომ ამას ვაკეთებ. ამის გამო წინა სამახურში "მავნე" შემარქვეს.
როცა ვიცინი მარჯვენა ლოყა მეჩვრიტება და ეს ისე მომწონს სულ ვიცინი. (ბლუშ)
სახლიდან რომ გავდივარ აუცილებლად ვამოწმებ დაიხურა თუ არა კარი. ასევე სამსახურიდან წამოსვლისას ვამოწმებ ყველაფერი თუა ჩაკეტილ-ჩარაზული.

ვერ ვიტან სადმე შუაში ჯდომას , ორ ადამიანს შუა მითუმეტეს. ყოველთვის ვცდილობ კედლის მხარეს დავჯდე. თუ სადმე ვრჩები ყოველთვის კედლის მხარეს ვიძინებ.

მობილურში ვშლი ყოფილების ნომრებს და მესიჯებს, ასევე ყველა სოციალურ ქსელში ვშლი. არ მინდა წამიერი სისუტის ჟამს "მიმწეროს" ან "დამეთვალიერებინოს ".

ლიფტში შესვლისთანავე წარმოვიდგენ როგორ ვარდება და ვკვდები,მერე ვდგევარ თვალებგაფართოვებული და ველოდები სწრაფად მივიდეს დანიშნულების ადგილზე.

უუცნაურესი ჩვევა კი არა აკვიატებაა ალბათ რომ მგონია ოდესმე შეიძლება ზომბები მართლა შემოგვესიონ , თან თავის დაცვის მეთოდებით კი ვიცი )))))))

ტრასპროტში ყოველთვის წინასაწარ ვამზადებ ჩასვლისთვის გადასახდელ ხურდას და ნერვები მეგლიჯება როცა ვინმე ჩასვლის მერე იწყებს ხურდის ძებნას.ასე მგონია ძვირფასს დროს მართევს.
ჯერ-ჯერობით სულ ესაა

ელფების სიმღერა




                                 „მე ვგზავნი შენს წინაშე ჩემს  ანგელოზს,რომელიც                               
                                                                             განამზადევს შენს გზას „
                                                                      (ახალი აღთქმა  ლუკ.7.27)

 დილის შვიდი   საათი იქნებოდა როცა სამგზავრო გემი „უქრეფი“ პორტიდან გავიდა. დანიელი
ფანჯარასთან იდგა და უყურებდა , როგორ მიაცილებდნენ გემს საპატრულო კატარღები.
სასტუმრო სადაც ის განთავსდა ზემოდან გადაჰყრებდა საპორტო ქალაქს. ღამე განსაკუთრებით ლამაზი იყო მილიონი ციმციმა სინათლით სავსე ქალაქი, ყურადღებით თუ დააკვირდებოდით, ზღვაში გასული გემების შუქსაც გაარჩევდით  სიბნელეში. გემები ძირითადად თევზმჭერი  და ტვირთმზიდი იყო , თუმცა ხანდხან ქალაქს სამგზავრო გემებიც სტუმრობდნენ. ამ დროს მაცხოვრებლები სანაპიროზე პატარა დახლებს დგამდნენ და ზედ მანათობელი ნიჟარების მძივებს აწყობდნენ. მანათობელი ნიჟარები ღამე სუსტ შუქს გამოსცემდნენ , ზოგი იმასაც ამბობდა, რომ როცა მეთევზეები იძინებდნენ, ნიჟარები სიმღერას იწყებდნენ. სწორედ აქ ჩამოვიდა დანიელი . სასტუმროში მოთავსებისთანავე მის საყვარელ საქმიანობად გემების გაცილება იქცა. ყოველ დილით შვიდ  საათზე იღვიძებდა და ფანჯრიდან უყურებდა როგორ გადიოდნენ გემები ზღვაში. დღის დანარჩენ ნაწილს პორტში ატარებდა.ზოგჯერ მეთევზეებთან ერთად ნაპირზე იჯდა და მათ საუბარს უსმენდა. მეთევზეები ცოტას ლაპარაკობდნენ, თუმცა მისთვის ესეც საკმარისი იყო.
- სად მიდიან  ადამიანები?- ჰკითხა ერთხელ მეთევზს, რომლის გვერდითაც რამდენიმე საათი იჯდა.
- ადამიანები  ძირითადად  წრეზე დადიან, ამიტომაც ზოგჯერ მათი გზა არ ემთხვევა ჩვენსას და  გვგონია სხვაგან წავიდნენ, - მეთევზს თვალი არ მოუშორებია წყლის ზედაპირისთვის ისე უპასუხა.
- ნეტა, მეც ამცდა ვინმე? - თავის თავს უფრო შეეკითხა დანიელი
- მაგაზე დარდი არ ღირს. ადრე თუ გვიან მაინც მოხდება გზის დამთხვევა, ეს შენზე კარგად სამყარომ იცის როდის უნდა მოხდეს.
დანიელმა  პორტი მალევე დატოვა და სასტუმროს გზას გაუყვა. ცა ისე იყო მოღრუბლული, რომ მალე წვიმას დაიწყებდა. სასტუმროს ფოიეში მაგიდასთან მჯდარი პატარა ბიჭი დაინახა.
ბავშვს ხელში სათამაშო მანქანა ეჭირა და მაგიდის ზედაპირზე დაატარებდა. დანიელმა  ნომრის გასაღები მოითხოვა და ის ის იყო კიბეზე ფეხი შედგა რომ ზურგსუკან ხმა მოესმა
- იცი, ელფები კვდებიან კიდეც!
ხმის პატრონი ბიჭი  ისევ ისე დააგორიალებდა მანქანას მაგიდის ზედაპირზე და თან კაცს უყურებდა.
- ალბათ იცოდი, მე კი ეხლა გავიგე. გუშინ მითხრა ერთმა მგზავრმა რომელიც ქალაქში გემს ჩამოყვა.
- არა, არ ვიცოდი, – უპასუხა დანიმ – მაგრამ დღეიდან მეცოდინება, – ბავშვს გაუღიმა და კიბეზე  ავიდა.
ნომერში შესულმა საშინელი დაღლილობა იგრძნო, საწოლზე მიწვა და ჩაეძინა.
მთელი ღამე მკვდარი ელფები ესიზმრებოდა უცნაური, მშვიდი მელოდიის ფონზე. გამოღვიძებულმა გახსენება სცადა ,მაგრამ არ გამოუვიდა. აივანზე გავიდა და ისევ ჰორიზონტს დაუწყო ყურება. მეთევზეები იწყებდნენ ღია ზღვაში გასვლას.
- რას აკეთებ? – მოესმა ნაცნობი ხმა.
ეზოში ხის სკამზე ბიჭი იჯდა. ფეხებს ჰაერში აქანავებდა და დანის აივანს უყურებდა.
- გემებს ვაცილებ. რატომ არ გძინავს?
-მომწონს შენი თამაში. შეიძლება მეც გავაცილო ?
-კი ბატონო, – გაუღიმა დანიელმა
ბიჭი ადგილიდან მოწყდა და რამდენიმე წუთში უკვე ერთად იდგნენ აივანზე.
- ცუდია რომ ვერ ხედავენ როგორ ვუქნევ ხელს. დიდი ხანია ამ თამაშს თამაშობ?
- რაც ამ ქალაქში ჩამოვედი. ასე ვეჩვევი.
- რას გემების გაცილებას ?
- არა , ადამიანების გაცილებას.  ვდგავარ და ვუყურებ, სანამ თვალს არ მიეფარება გემი. ადამიანებთანაც ასევეა, დგახარ და უყურებ როგორ მიდის შენგან. ამიტომ ისღა დაგრჩენია, შეეჩვიო.
- მგონი სხვანაირად ჯობს. აი, მე როცა ეზოდან სახლში ავდივარ, ჩემს მეგობრებს ცოტა ხნით ვემშვიდობები და მერე ისევ ვაგრძელებთ თამაშს.
-ზოგჯერ ასეც ხდება,დროებითი დამშვიდობები.
საპორტო ქალაქში წვიმას იწყებდა.
- შენი სახელი რომ არ ვიცი ? – ჰკითხა დანიელმა ბავშვს
-ლენო, მაგრამ შენ თუ გინდა ელფი დამიძახე, - გაიცინა ბიჭმა.
- კარგი ელფო. არ გინდა ცხელი შოკოლადი დავლიოთ და გავთბეთ? -ბავშვმა თავი დაუქნია და ორივენი  სასტუმროს რესტრონისკენ წავიდნენ.
- შენზე ამბობენ რომ, მწერალი ხარ. რა არის ეგ ? - ჰკითხა ლენომ,მას შემდეგ  რაც ფინჯანი მოაცარიელა და ტუჩები მკლავით მოიწმინდა.
-ესეც თამაშია. წარმოდგინე ბევრი მანქანა გყავს და ბევრი სათამაშო. შენ მათ ამბებს, ისტორიებს უგონებ.
-მომწონს. მეც მინდა მწერალი ვიყო .
-ჰოო? რა უნდა დაწერო უკვე მოიფიქრე?
-კი. დავწერ რომ ელფები სიკვდილის წინ მღერიან და ესე ემშვიდობებიან ერთმანეთს.
- მგონი  ძალიან სევდიანი მწერალი იქნები, - გაუღიმა დანიელმა
ლენოს  არაფერი უთქვამს, ფეხსაცმელზე თასმის შეკვრით იყო უკვე დაკავებული.
რესტორნიდან პორტში წავიდნენ. ბავშვი ბორდიურებზე დადიოდა ასკინკილით.
- ხუთამდე თუ დავითვლი და არ ჩამოვვარდი ახალი მანქანა მექნება..
-ათამდე თუ დავითვლი და თვალებს არ გავახელ, გემით წავალ ამ ქალაქიდან..
-თუ ოცამდე დედას ვნახავ...
სანაპიროზე მეთევზეებთან ჩამოსხდნენ.
- ამაღამ ქალთევზები ამოვლენ ხმელეთზე, - ჩაილაპარაკა ერთმა მეთევზემ
- მალე წასვლის დრო მოვა. ქალაქმა იცის როდის გაგვაცილოს, - გაეპასუხა  მეორე.
ლენო  წამოდგა და სადღაც  გაიქცა.
- იცნობთ ამ ბიჭს? – ჰკითხა დანიმ  მეთევზეებს
- ერთად ჩამოხვედით ქალაქში.  ნაპირთან წყალში თამაშობდა როცა ტალღამ დაარტყა.. იქ კიდევ სჯერათ რომ გადაარჩენენ..
დანიელი  გაკვირვებული უყურებდა მეთევზეებს.
- აქ რა უნდა  თუ მკვდარია ?
-ყველა აქ მოდის ვინც ,იქიდან უკვე წამოვიდა.ცოტა ხნით ჩერდებიან და მერე ისევ აგრძელებენ გზას.
- მეც მკვდარი ვარ? - პასუხის მოლოდინში იგრძნო რომ სისხლის ნაცვლად გაყინული მასა დაუდიოდა ძარღვებში.
- სადღაც შუაში ხარ. უფრო სწორედ ამ წამებშიც ცდილობენ გადაგარჩინონ.
- კი მაგრამ გვირაბი? ხომ უნდა დამენახა რაღაც გვირაბი რომელსაც ჩემი სული გაივლიდა- ცდილობდა რაიმე ხავვს მოკიდებოდა.
მეთევზეები ახარხარდნენ.
- ყველა გადის თავის სიკვდილს გვირაბს სიცოცხლეშივე. აქ კი უფრო დამსვენებლებივით ჩამოდიან . სიკვდილი სიცოცხლისგან დასვენებაა.
- მერე რა ხდება? 
- ისვენებენ და უკან მიდიან. ახალი სახით და ცხოვრებით.  მხოლოდ ერთეულებს  ახსოვთ სად იყავნენ, უმეტესობას ავიწყდება.
- არ იცვლებიან?
- ადამიანები არ იცვლებიან. უბრალოდ იმდენად კარგად თამაშობენ  შეცვლას რომ ბოლოს თვითონვე იჯერებენ.
მეთევზეებმა ანკესები წამოკრიფეს და ნაპირიდან გაუჩინარდნენ. დანიელი  ადგილზე დარჩა. უყურებდა ჰორიზონტზე მოფანტულ გემებს და ფიქრობდა. არ აინტერესებდა რისგან მოკვდა, უფრო გზის გაგრძელებაზე ფიქრობდა. რისთვის დაბრუნდეს ? იმ სამყაროში კარგა ხანია ცოცხალი მკვდარი იყო. ცხოვრობდა რეფლექსების დონეზე, მორგებული ნიღბით და იმდენად კარგად შეეთვისებინა ეს ნიღაბი სახიდან აძრობაც კი უჭირდა . იტალიურ ეზოში, პირველი სართულის ნესტისგან დაობებული  ორიოდე წიგნი, გადასახადების რამდენიმე ქვითარი და ერთ-ორი ადამიანისთვის სამყოფი მოგონება - აი რა დარჩებოდა მისგან.
ნელა წამოდგა და ნაპირს გაუყვა. გადაწყვიტა რომელიმე მეთევზე ეპოვნა.
- მინდა  ამაღამ გარდავიცვალო, - უთხრა ერთ-ერთს რომელიც უკვე წასასვლელად ემზადებოდა
- გემი დილის 7 საათზე გავა, პორტში იყავი.
დანიელი  სასტუმროში დაბრუნდა.ზღვა ნელ-ნელა იწყებდა ნაპირზე ამოსვლას. მეთევზის ნათქვამი გაახსენდა ქალთევზებზე. აივნის კარი ღია დატოვა და ოთახში დაბრუნდა. თავის ცხოვრებას იხსენებდა და გული სწყდებოდა. რამდენი გაფანტული დრო, დაკარგული ადამიანი, ხელიდან გაშვებული მომენტი იყო. გარდაცვალება ცხოვრების ხელახლა დაწყების ერთადერთ  შანსს აძლევდა წაშლილი მეხსიერებით. იქნებ ეხლა მაინც მოეხერხებინა ეცხოვრა და არა ინსტიქტურად გაჰყოლოდა დროის დინებას.
ამ ფიქრებში ჩაეძინა კიდეც.უსიზმროდ ეძინა, კარებზე კაკუნის ხმამ გამოაღვიძა.
კარგის ზღურბლზე ლენო იდგა.
- მოდიხარ ? ჰკითხა და თავი პორტისკენ გაიქნია.
კიბეები ჩაირბინეს და ცოტა ხანში უკვე გემის ბაქანზე იდგნენ.
- მოიფიქრე უკვე ვინ იქნები ? – ჰკითხა ბავშვმა .
- არა , ჯერ არა , შენ? დანიელი  ქალაქს უკვე გემიდან უყურებდა და ხედავდა როგორ ბაცდებოდა თანდათან.
- შეხედე, ქალაქი ზღვაში ჩავიდა, – პასუხს თავი აარიდა ლენომ.
ქალთევზები ნაპირზე ისხდნენ, მეთევზეები ანკესებს ისვრიდნენ წყალში და უსმენდნენ როგორ მოჰქონდა ნიავს შორიდან ელფების ბოლო სიმღერა.
 - გვამი მორგში გადაასვენეთ, - ჩაიბურტყუნა რეანიმაციიდან გამოსულმა ექიმმა და კაბინეტში შევიდა.
-ის ბავშვიც დაიღუპა ამ დილით, რომლის გადარჩენასაც ეს უბედური ცდილობდა, - ექთნებმა საკაცეზე დასვენებული გვამი ჭორაობით გამოიაგორეს ოთახიდან და მორგის გზას გაუყვნენ.

მარი თინაშვილი 

Friday, July 8, 2011

შორეული ადგილები არ არსებობს -რიჩარდ ბახი




 „პატარა  გოგონამ, რეი ჰანსენმა,რომელსაც   5 წელი უსრულდებოდა, თავისი მეგობარი რიჩარდ ბახი დაბადების დღეზე დაპატიჟა „
                                                                                      *************************************************

რეი ! მადლობას გიხდი დაპატიჟებისათვის. მართალია, მხოლოდ სერიოზული მიზეზების გამო  ვმოგზაურობ ხოლმე,  მაგრამ შენი  შენი დაბადების დღე ნამდვილად ასეთი მიზეზია.
მიუხედავად იმისა, რომ  ჩვენს სახლებს  ერთმანეთისგან ათასობით მილი აშორებს , მაინც წამოვალ ,რადგან მინდა შენს გვერდით ვიყო.
ჩემი მოგზუარობა დაიწყო კოლიბრიდან ,რომელსაც ჩვენ კარგა ხანია ვიცნობთ.
კოლიბრი როგორც ყოველთვის ახლაც მეგობრული იყო ჩემს მიმართ.თუმცა როცა    ვუთხარი,რომ  შენს დაბადების დღეზე მოვდიოდი საჩუქრით,  გაკვირვება ვერ დამალა.
დიდხანს მივფრინავდით  სრულ სიჩუმეში , ღრუბლებს მიღმა.  ბოლოს  კი კოლიბრმა მითხრა :
-მე ცუდად მესმის რასაც შენ ამბობ, თუმცა საერთოდ ვერ ვხვდები რას ნიშნავს „მივდივარ“?
„ მივდივარ რეის დაბადების დღეზე,ნუთუ ძნელია ამის გაგება?
კოლიბრი დადუმდა,მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა როცა ბუს სახლს მივუახლოვდით :
-ნუთუ შეუძლია მანძილს  დაგვაშოროს ჩვენს მეგობრებს? თუკი შენ  გინდა მასთან ყოფნა,ამ სურვილის გამო ხომ უკვე მასთან ხარ? „

-„პატარა რეი იზრდება,მე კი მივემგზავრები  მის დაბადების დღეზე საჩუქრით“-ვუთხარი ბუს, მიუხედავად იმისა რომ,  კოლიბრთან საუბრის შემდეგ სიტყვა „მივემგზავრები “ უკვე უცნაურად მეჩვენებოდა, მაინც წარმოვთქვი , რომ ბუს ცოდნოდა სად და რატომ მივდიოდი.
ახლაც , დიდხანს მივფირნავდით  სრულ სიჩუმეში, თუმცა ეს სიჩუმე მშვიდი მეგობრული სიყვარულით იყო გაჯერებეული.
როცა ბუ  არწივის სახლს მიუახლოვდა მითხრა :
-მე ცუდად  მესმის რასაც შენ ამბობ,თუმცა საერთოდ ვერ ვხვდები  რატომ უწოდებ შენს მეგობარს „პატარას?“
- ის პატარაა,რადგან ჯერ დიდი არაა.არ გაზრდილა. ნუთუ რთულია ამის გაგება ?
ბუმ შემომხედა თავისი  გამჭოლი მზერით , გაიღიმა და მითხრა : „იფიქრე  ამაზე“.

„პატარა რეი იზრდება ,მე კი მივდივარ  მის დაბადების დღეზე საჩუქრით“-ვუთხარი არწივს. სიტყვები „მივდივარ  „ და  „პატარა“ ცოტა არ იყოს უცხოდ და უცნაურად  ჟღერდა,მაგრამ   მაინც გავიმეორე რადგან არწივს ჩემი გაეგო.
ჩვენ მივფრინავდით ერთად   მწვერვალების თავზე და ვნავარდობდით მთის ქარში .გზის ბოლოს არწივმა თქვა „
მე ცუდად მესმის  ,რასაც შენ ამბობ, თუმცა საერთოდ ვერ ვხვდები  რას ნიშნავს „დაბადების დღე „?
-ჩვენ ვიზეიმებთ იმ საათს როცა რეი გაჩნდა ამ ქვეყანაზე  და რომლამდეც ის არ არსებობდა.ამის გაგება ასე რთულია ? -ვუპასუხე ფრინველს.
არწივმა ფრთები ნელა მოკეცა და ჩვენ დავეშვით უდაბნოში,ფართო მოედანზე.
„დრო რეის დაბადებამდე ? არ გგონია  რომ,რეის ცხოვრება დაიწყო  იქამდე,სანამ დრო გაჩნდებოდა? მკითხა  არწივმა.

„პატარა რეი იზრდება, მე კი მივემგზვარები მის დაბადების დღეზე საჩუქრით“-
ვუთხარი ძერას.მართალია,  კოლიბრთან , ბუსთან და არწივთან საუბრის შემდეგ  სიტყვები  „მივემგზავრები“  „პატარა „ და  „დაბადების დღე“ უცნაურად მეჩვენებოდა,მაგრამ კვლავ გავიმეორე  რათა ძერას გაეგო ჩემი მოგზაურობის მიზანი.
მივფრინავდით და ჩვენს ქვევით  უსასრულო უდაბნო იყო გადაშლილი.გზის ბოლოს ძერამ მითხრა „
მე ცუდად მესმის ,რასაც შენ ამბობ ,თუმცა საერთოდ ვერ ვხვდები  რას ნიშნავს „იზრდება“?
-რეი იზრდება, ის თანდათან უახლოვდება ასაკს როცა მას ერქმევა დიდი და  მთელი წლით შორდება  ბავშვობას.ამის გაგება რთულია?“
ხანგრძილივი ფრენის შემდეგ , ძერა სანაპიროზე დაფრინდა. „ მთელი წლით დაშორდება ბავშვობას? ეს რაღაც არ გავს გაზრდას“ თქვა, ჰაერში აიჭრა და გაუჩინარდა.
თოლია როგორც მე ვიცი საკმაოდ  ბრძენია .როცა მასთან ერთად მივფრინავდი , ვფიქრობდი და ვარჩევდი სწორ  სიტყვებს,რათა  გაეგო რომ ამ დროის  განმავლობაში რაღაც ვისწავლე.
-თოლია-ვუთხარი ბოლოს  რატომ მიგყავარ რეისთან ,თუკი იცი რომ სინამდვილეში  უკვე მასთან ვარ?“
თოლიამ ზღვის თავზე  წრე დაარტყა, გადაევლო ქუჩებს ,გადასაერა  ტყეეპბი და  შენი სახლის სახურავზე დაეშვა.
-„ იმიტომ , რომ  ძალიან მნიშნველოვანია შენ  თავად ჩაწვდე ჭეშმარიტებას. სანამ თვითონ არ გაიგებ მას, იცხოვრებ უბრალოდ მის ნაწილად და მუდმივად დაგჭირდება დახმარება  ადამიანების,ფრინველებისა და მანქანების. მაგრამ გახსოვდეს , ჭეშამრიტება - ჩაწვდები შენ  მას თუ არა  მაინც ჭეშმარიტება იქნება.
თოლია გაქრა.
დადგა დრო შენი საჩუქრის გახსნის რეი.
დრო სწრაფად გახდის უვარგისად ქსოვილისა თუ მინის საჩუქარს და ისინი გაქრებიან ჩვენი ცხოვრებიდან, ეს ბეჭედი კი მოგცემს შენ ახალ ძალას.ამ ბეჭდის ტარება ყოლვეთვის შეგეძლება.ის იბრწყინებს განსაკუთრებული შუქით.
შეუძლებელია მისი წართმევა ან განადგურება და მხოლოდ შენ შეგეძლება მისი დანახვა.
როცა ბეჭედი მე მეკუთვნოდა, მხოლოდ მე შემეძლო მისი დანახვა.
მისი ტარებით შენ შეძლებ იფრინო ფრინველებთან ერთად და შეხედო სამყაროს მათი თვალებით.გადაევლო თვალუწდვენედლ სივრცებს,იქ ქარსაც კი შეეხო რომელსაც ფრინველების ფრთების გამალებული მოძრაობა წარმოქმნის.
შენ  შეიგრძნობ  ბედნიერებას,სიმშვიდეში ლივლივით და ზრუნვით.
შეძლებ იმდენ ხანს  გაჩერდე ზეცაში,რამდენ ხანსაც მოგესურვება.
მთელი ღამე გათენებამდე  და როცა მოგინდება დაბრუნება,  შენს კითხვებზე მოიძებნება პასუხები და ყველა შეშფოთება შენს სულში უკვალოდ გაქრება.
როგორც სხვა მრავალი,რასაც ვერ ეხები ხელით და ვერ ხედავ თვალით, შენი
საჩუქარი ძალით შეივსება, თუკი შენ მას გამოიყენებ. თავიდან შეგიძლია ბუნებაზეც გამოცადო :იმ ჩიტების დანახვით ვისტან ერტადაც დაფრინავ. მაგრამ შემდეგ,როცა შენ ამ ნიჭს სრულად დაეუფლები  ,შეძლებ ფრენას იმ ჩიტების გვერდით  რომლებსაც ვერ ხედავ და საბოლოოდ აღმოაჩენ რომ  აღარც ბეჭედი გჭირდება და აღარც ფრინველები, რათა იფრინო  უსასრულო ღრუბლებში.
როცა დადგება ეს დღე, შენ უნდა გადასცე შენი საჩუქარი სხვას.ვინც შეძლებს ისწავლოს მისი მართვა და გამოყენება , ვინც შეძლებს გაიგოს, რომ ამ სამყაროში ყველაფერი მნიშნლოვანი შქმნილია ჭეშამრიტებისა და ბედნიერბისაგან.
რეი, ეს უკანასნელი შემთხვევაა როცა მე შენს დრესასწაულზე მოვედი და შენთან ერთად გავიაზრე  რას გვასწავლიან მეგობარი ფინველები.
მე მეტჯერ აღარ მოვალ,რადგან  უკვე შენთან ვარ.
არ შემიძლია გიწოდო „პატარა“ , რადგან შენ უკვე გაიზარდე ,თამაშით რომელსაც ჩვენ ყველანი ჩვენს  ცხოვრებებს შორის ვთამაშობთ.
შენ არ გაქვს დაბადების დღე, რადგან ცხოვრობდი ყოველთვის.
არასდროს დაბადებულხარ და არასდროს მოკვდები.
არ ხარ შვილი  იმ ადამინების ვისაც დედას და მამას უწოდებ. რეი, შენ მათი თანამგზავრი და თავგადასავალი  ხარ ,სიცოცხლის  შეცნობის ხანგრძლივ  გზაზე.
ნებისმიერი საჩუქარი მეგორბების-ეს ბედნიერების სურვებაა.
ასეთია  ეს ბეჭდიც.
იფრნე თავისუფლად და ბედნიერად  უსასრულო მუდმივობაში
და ჩვენ შევხდებით ახლა და შემდეგ
როცა მოგვესურვება, დღესასწაულებს შორის , რომლებიც არასოდეს მთავრდებიან.


თარგმანი-მარი თინაშვილი 

Tuesday, July 5, 2011

ჩემი ადამიანები



არსებობენ ადამიანთა  კატეგორიები. ზოგადად, ადამიანები შეიძლება ბევრ ჯგუფად დავყოთ,მაგრამ მე სხვანაირად ვყოფ. არსებობენ ჩემი ადამიანები, რომლებთანაც ურთერთობის რაღაც ეტაპს გავდივარ. არსებობენ სამუდამო ადამიანები რომლებიც რჩებიან მაშინაც კი როცა ჩვენი გზები იყოფა და არსებობენ ადამიანები რომლებმაც ისე ჩაიარეს აღარც მახსენდებიან.
მოკლედ ახლა იმ ადამიანებზე ვწერ,ვისთანაც სადმე რამეს ვიზავდი.
პირველი ვისთანაც ერთადაც ალბათ ყველა ვითარებაში შემიძლია ყოფნა -ახავილდია. იგივე სოფარფი,სობარბა, იგივე დაიკა და მოკლედ ჩემი და. რომელთთან ერთადაც შემიძლია ჩავიხოცო, ამოვწყდე,ჩავქვესკნელდე ,ჩავმარიანისრღმულდე.უბრალოდ დავიცალო როცა რამე მაწუხებს,ვიგინო ვინმეზე, ვეძახო იმ ადამიანებს ცარიელი ვინც რამე მატკინა .ადამიანი რომელთანაც ყველაზე "მე" ვარ .
ადამიანი რომელთან ერთადაც შემიძლია ვიჯდე მეცხე სართულის აივანზე და დაწვრილებით განვიხილო სად, ვისთან, რა შემეშალა,ან შეეშალათ და ამ აივანზე წავიქცე კიდეც (არ დამავიწყდება ეგ არასდროს.ეხლაც გამახსენდა და ამოვწყდი ).
თათასთან ერთად ( თათა  გოგუა იგივე ძმა ) სიამოვნებით ვიმუშავებდი საიდუმლო  აგენტად , ან გვექნებოდა რამე სადედექტივო ბიურო . თავისუფლად აღმოვაჩენდით არ არსებულ საიდუმლო იარაღს ერაყში.ასევე ვიბრძოლებდი მასთან ერთად თუ ოდესმე ზომბები შემოესეოდნენ თბილისს.
მარგუშასთან  იგივე გიტანასთან ერთად მივიდოდი რამე პერო საღამოზე და ბუმბულებს დავაპუტავდით ყველას.მერე მე , მარგუშა და მინერვა  სადმე სამოვრიან კულწურულ ადგილას ჩამოვსხდებოდით და ეკლერების ჭამით გულს შევიწუხებდით.მინერვასთან (სალი) ერთად სიამოვნებით ვისეირნებდი გერმანიის ქუჩებში, უფრო სწორედ სალი დამათვალიერებინებდა გერმანიას .კარგია სალისთან ერთად სეირნობა.
თემოსთან ერთად ვუბალეშიკებდი ჰოლანდიას ჩემპიონატზე და ბოლო ხმაზე ვიყვირებდი :D ასევე  ჰოლანდიას  ასევე დადუსთან ერთად ვუბალეშიკებდი. და გოგოებთან ერთად ვთამაშებდი ფეხბურთს კიდევ ერთხელ თავისი გემრიელი გაგრძელებებით.
სოფოსთან ერთად  არასდროს მომბეზრდებოდა ჰოლდენზე და სელინჯერზე საუბარი და გადავწყვეტდით, რომ არცაა საჭირო გავიგოთ სად მიფრინავენ იხვები როცა ტბა იყინება .ჯარედასთან ერთად ვითამაშებდი პეინტბოლს და მერე დავეყრებოდით მინდორზე და თითოს მოვწევდით.
კაპუწოსთან ერთად სიამოვნებით ვივლიდი ღამის თბილისში. (ოღონდ ძველი ბემვეთი : (  მერე რაღაცაზე მივიგრუზებოდით როგორც ყოველთვის და მაგრად დავთვრებოდით.
აჩისთან (ტოტოსთან )ერთად ბათუმს მოვუვლიდი ველიკით ,ყველაზე ყველაზე მაგარი გიდია . თან ბევრს ვილარპაკებდით საერთო ხალხზე და ზღვის პირას კენჭებს ვისვრიდით წყალში.
ანიასთან ერთად დავჯდებოდი სადმე წყნარ ადგილას სადაც სასიამოვნო მუსიკა იქნება ,ცოტა ხალხი და გავბურღავდი, რომ არ იკითხოს ბუმბერაზი კლასიკოსები.
სმარიამთან ერთად ვუყურებდი ცაზე ღრუბლებს და ფიგურებს გამოვძერწავდით , მოვუგონებდით ამბებს და ზღაპრებს დავწერდით.
ლიტასთან ერთად სიამოვნებით დავჯდებოდი სადმე შემოდგმის აივანზე, წვიმის ფონზე დავლევდით კარამელის ჩაის და ვისაუბრებდით რამე მშვიდზე, ან საერთოდ ჩუმად ვიჯდებოდით.
ტროპიკალს მივწერდი ღია ბარათებს ყველა იმ ქვეყნიდან რომელშიც მოვხვდებოდი და პატარა  სუვენირებს გამოვუგზავდნიდი.
გიოსთან ერთად (ძმი ) ნებისმიერ რბოლაში მივიღებდი მონაწილეობას თუნდაც სასიკვდილოში და მერე უამრავს დავლევდით .
მარგოს ვუყურებდი როგორ ხატავს  , უბრალოდ ჩუმად დავაკვირდებოდი.
იალონთან ერთად ვისაუბრებდი რეინკარნაციაზე  და მედიტაციას ვცდიდით.
სელფიშასთან და ნიკასთან ერთად წავიდოდი კინოში რამე უაზრო ფილმზე და ხმის ჩახლეჩვამდე ვიცინებდით.
ლეგალის აუცილებად ვკითხავდი წინასწარ რაიმეს რაც საადვოკატო საქმეს ეხება და ვიქნეობდი დაზღვეული.
ქეთისთან (ვუმენა) და ნაიასთან ერთად თუ მეღირსებოდა სადმე წასვლა ალაჰისთვის ცხვარს დავკლავდი.

ჯერ -ჯერობით სულ ესაა ,მერე კიდევ გამახსენედება და გავაგრძელებ.

Sunday, July 3, 2011

ჩემი მეგობარი ჰოლდენ კოლფილდი



 
ძნელია , წერო მასზე რაც გიყვარს, რაც შენია და სულ თან დაგყვება, მითუმეტეს ძნელია მეგობრებზე წერო, მით უფრო როცა შენი მეგობარი ერთი ახირებული ბიჭი ჰოლდენ კოლფილდია.
დიდი ხნის წინ ერთმა კაცმა, რომელსაც ჯერომ სელინჯერი ერქვა წიგნი დაწერა,წიგნს  „თამაში ჭვავის ყანაში“ დაარქვა და იმ დროიდან დღემდე, (იმედი მაქვს მომავალშიც)  ამბავი  ერთ უცნაურ თინეიჯერზე ბევრისთვის საყვარელ წიგნად იქცა.
ჰოლდენი ერთგვარი პიტერ პენია. მასაც ჯიუტად არ უნდა გაზრდა. მშობლებიდან დაწყებული,მასწავლებელი  მოხუცი სპენსერით დამთვარებული   ყველა რაღაცას ელის მისგან. მას კი მხოლოდ ერთი რამ უნდა, რასაც პატარა დას ფიბის  უმხელს: „თვალწინ მიდგას , როგო თამაშობენ პატარა ბავშვები დიდ ველზე ,ჭვავის ყანაში,ათასობით ბავშვია და არავინ ახლავს-ჩემს მეტი. მე კიდევ საშინელი ციცაბო კლდის პირას ვდგავარ,და რას ვაკეთებ-- ბავშვებს ვიჭერ ჭვავის ყანაში. ვიცი, რომ სიგიჟეა, მაგრამ მე ეს მინდა,სხვა არაფერი."
აქედან მოდის წიგნიც სათაურიც  catcher in the ray. ინგლისურად  „catcher“
ბეისბოლოს მოთამაშეს-დამჭერს ნიშნავს. ჭვავის ყანაში ბეისბოლის თამაში შეუძლებელია და დამჭერის არსებობაც უადგილო...
წიგნში ხშირად ვხვდებით ელის-ჰოლდენის გადარცლილი ძმის პერსონაჟს. ელი ცაცია იყო, ბეისბოლის მოთამაშე-დამჭერი და ხელთათმანზე  ლექსები ეწერა. თავისუფალ დროს იდგა და ლექსებს კითხულობდა. მისი სიკვდილს ღამეს, ჰოლდენმა სულ მუშტებით დალეწა გარაჟის მინები.


კიდევ ერთი საოცარი პერსონაჟია ჰოლდენის პატარა და ფიბი.ერთი ჯიუტი და კისკისა გოგო,რომელიც მილიონ ფსევდონიმს იგონებს  და გადაწყვეტს ძმასთან ერთად გაიპაროს ქალაქიდან.
თუ  თვლით,  რომ მწერალი ისეთი უნდა იყოს, წიგნის დასრულების შემდეგ გადაურეკო და ძმაკაცურად ელაპარაკო. ან ხვდებით რომ ცხოვრება სავსეა მისტერ ოსენბერგერისნაირი    ნაბიჭვრებით , ან უბრალოდ გაინტერესებეთ საით მიფრნავენ იხვები როცა ტბა იყინება,მაშინ ჩვენ საერთო მეგობარი გვყოლია.
  თუმცა „მართალი თუ გინდათ, მე თვითონ არ ვიცი რასა ვფიქრობ, ახლა ვნანობ, რომ ამდენი ვინმეს ამბავი გიამბეთ. ვინც კი ვახსენე აქ, ახლა ყველა თვალში მაკლია...
საოცარია. ნურავის ნურაფერს უამბობთ, თორემ მერე ყველაზე დაგწყდებათ გული.