Tuesday, September 25, 2012

Maundy Thursday

დიდი ხანია ბლოგისთვის არ მომიცლია, ბოლოს ვაპირებდი ერთი ანიმაციის შესახებ მოკლე ჩანაწერის გაკეთებას,მაგრამ ქვეყანაში სადაც მე ვცხოვრობ (რომელსაც  ვერ ვუწოდებ სამშობლოს )  ისეთი ამბები დატრიალდა , ბლოგის კი არა ადამიანების დანახვის სურვილი სრულიად გამიქრო..
სულ რაღაც რამდენიმე წუთია რაც საოცარი ფილმის ყურებას მოვრჩი.. ფილმი რათქმაუნდა კორეული იყო (ჩემი  ერთ- ერთი დიდი გატაცება და სიყვარული კორეული კინემატოგრაფიაა ) და  სიკვდილმისჯილი პატიმრის და გარესამყაროს დამოკიდებულებას  ასახავდა..ეს იყო ადამიანურობის ერთი დიდი ისტორია.. მაგალითი იმის, როგორი უნდა იყოს ბადრაგისა და პატიმრის ურთერთობა. როგორ უნდა აპატიო ადამიანს ის რისი პატიებაც წარმოუდგენელია.. რომ სიძულვილზე მეტი სიძულვილის მიყრა მის მასშტაბებს უფრო ზრდის.. ძალიან ბევრი საინტერესო  მომენტები და კადრები იყო ფილმში. მაგრამ ამის შესახებ არ ვისაუბრებ, რადგან წინსწარ არ გავამხილო ფილმის მთლიანი შინაარსი. უბრალოდ გირჩევდით ..  ნახეთ ..
Maundy Thursday  (2006 )