Wednesday, February 29, 2012

დავიწყებული თაბახების სასაფლაო




ყველაფერი იმით დაიწყო რომ დღეს ბიძაშვილის ბავშვმა, რომელიც მალე აბიტურიენტი იქნება ქართულის თემები მთხოვა. დიდხანს აღარ მიფიქრია თუ სად იქნებოდა ჩემი თემების რვეული და ერთ მივიწყებულ თაროს მივადექი. როგორც მოველოდი ყველაფერი ერთმანეთში არეულიყო და ერთმანეთის გვერდიგვერდ განისვენებდნენ ფაილში ამოხუთული რენესანსის კონსპექტები , საქართველოს ისტორიის მნიშნველოვანი თარიღების თორმეტ ფურცლიანი,უამრავი თაბახის ფურცელი ზედ მიჯღაპნილი გაურკვევლი სახელებით და გვარებით, ბიოგრაფიული მონაცემებით ან უბრალოდ გეოგრაფიული დასახელებებით. იმის გაფიქრებაც კი რომ რამდენიმე წლის წინ ეს ყველაფერი საკმაოდ კარგად ვიცოდი , მაკვირვებდა. ადამიანს ერთი საინტერესო უნარი აქვს-ყველაფერი დაივიწყოს. არ აქვს მნიშვნელობა რა ემოცია იქნება ეს ტკივილი თუ სიხარული ყველაფერი დროსთან ერთად მქრქალდება და მეხსიერების იმ მაღალ თაროზე იდება სადაც სააბტურიენტო თემები. ალბათ ამიტომაც, გამიკვირდა როცა ერთ საინტერესო წერილს გადავაწყდი ,ადამიანისადმი რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ ძალიან მყვარებია (?) არადა ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე მიყვარდა. მოკლედ წერილი ძალიან თბილი იყო და ძალიან სევდიანი. (ცოტა ტრაგიკულიც კი : ) თარაღი სადღაც 2005-2006 წლებს შორის უნდა მერყეობდეს. კიდევ ვიპოვე ჩემი პირველი ლექსების რვეული, სადაც საოცრად სენტიმენტალური ლექსებით სავსე : ) საკონფერენციო თემები და ერთ-ერთი რვეულის ბოლო ყდაზე მიწერილი " ხვალ დაბადების დღე მაქვს ." ეხლა ერთ კვირაში ისევ დაბადების დღე მაქვს. თუმცა უკვე აღარ ვინტერესდები ისეთი საკითხებით როგორიცაა : " რა დაუშავა კულტურამ ფროიდს " " რას მოუტანს გლობალიზაცია ქართულ კულტურას , არც წინა საგამოცდო კვირაში ვიტენი ტვინში უამრავ სისულელეს. ეხლა დროა, გამოცდებზე და კრედიტებზე სხვებმა ინერვიულომ. მე ავდგები ხვალ სამასხურში წავალ , მერე მეგობრებს ვნახავ და უამრავ რამეზე ვიწუწუწნებთ და ყველას დავივიწყებთ ვინც უნდა გვხსომებოდა.
პ.ს თემები ვერ ვიპოვნე

Friday, February 24, 2012

ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ქალაქი


( ეძღვნება ეკას, ადამიანს ვინც ეს წიგნი შემაყვარა )

არსებობს წიგნები, რომლის წაკითხვის შემდეგ გგონია რომ მორჩა, ვეღარაფერს ვეღარ წაიკითხავ და აღარც გინდა რამის წაკითხვა.ჩემში ასეთი გრძნობა „სამოსელი პირველმა „დატოვა. ჩემდა სამწუხაროდ ძალიან გვიან მხვდა წილად ამ წიგნის წაკითხვის ბედნიერება. სამი წლის წინ მაჩუქა ჩემმა კარგმა მეგობარმა,რომელსაც თვითონ ძალიან უყვარდა სამოსელი. „იმედია შენც შეგიყვარდება“ ეწერა წიგნის პირველ გვერდზე. რამდენიმე დღეში დავიწყე კითხვა, დავიწყე და ვეღარ გავჩერდი. ვიცინოდი, ვეჭვიანობდი, ვბრაზობდი, მიხაროდა, ვტიროდი .დომენიკოსთან ერთად გავიარე გზა ბავშვობიდან გაზრდამდე , ინტერესით ვუსმენდი ლტოლვილს და თქვენ წარმოიდგინეთ „,მე მასაი გავხდი,ნამდვილი მასაი“.მერე მივატოვე მამისეული სახლი, სოფელი და ერთი დრაჰკანიც კი არ დავტოვე რომ უკან დაბრუნება შემძლებოდა. მერე კი იყო ლამაზ-ქალაქი,რომელიც ყველას თავისი გვქონდა. იყო ტერეზა და „გაოცებამდე ლამაზი“ ანა-მარია.დომენიკოსავით ვეჭვიანობდი ანა-მარიაზე რომელიც ყოველთვის სხვისი იყო და როცა იგი გიჟმა უგომ მომიკლა ,ვიფიქრე რომ კითხვა უნდა შემწყვიტა.მაგრამ პატარა კაქტუსი რომელიც ამ წიგნის მიმართ ასე გაიშალა გულში და ასე მჩხლვეტდა ამ მაძლევდა ამის უფლებას.უნდა გამეგო ვინ იყო ალექსანდროს ძმა, ბოლო -ბოლო ვასკო? ვინ იყო ეს ვასკო ასეთი რომ მამიდა არიადნასნაირი ყოვლისმნახველი დედაკაცი გადარია? და მეც გავყევი გზას და ფურცლებს რომლემაც კამორაში მიმიყვანა. ძალიან გამიჭირდა კამორა ძალიან.ერთი სული მქონდა როდის გავეცლებოდი.ყველა მხირდან მესმოდა გამარჯობა ჰალე- და ყოველი ფარდის მიღმა ვიცოდი რომ სიკვდილი მემალებოდა.რძეს კი გემო ქონდა სისხლის. მაგრამ ოთო-ექიმი და დღის ქალი მიყვარდა.ალექსანდროს ძმაც სულ ახლოს იყო, სადღაც ახლოს და როცა მერე „კამორელსა ვცემე“, კანუდოსისკენ გავყევი მოხუც სანტოსს.კანუდოსში კი გავიცანი  მწყემსი რომელსაც უბრალო სახელი ერქვა -ზე და ცოლთან ერთად ცხენზე ჯდომისაც კი სცხვენოდა, უჟმური ჟოაო, მანუელო და მანუელა კოსტა ,დონ დიეგო და  კონსელეირო.მერე კი როცა ჟოაო ამბობდა რომ გაიმარჯვებდნენ კამორელებზე „ღმერმთმა დაგვიფაროს „ ჩურჩულებდა კონსელეირო.
მიჩინიო  უყურებდა მგზავრს  და ეუბნებოდა-ადამიანი რომ გყვარებოდა დომენიკო.ლაქა კი ისევ იყო ჭერზე ,ლაქა სულ იყო. და მაინც ეჰ დონ დიეგო,დონ.
დედამიწას კი სიყვარული ატრიალებს ადამიანებო.

2010 წლის 11 10


( ნახატი  გიორგი ახუაშვილის )