Saturday, September 24, 2011

როგორ გავიცანი მარი




ჩემზე ორი წლით დიდი იყო,მაგრამ უფრო ცელქი და მოუსვენარი. ისეთი რომ მის გამო ცხვირიც კი გამიტყდა ბავშოვბაში და სისხლიმდინარეს მიმარბებინბდნენ სასწრაფოთი.ყველაფერი კი იმითი დაიწყო, რომ  პირველი სართულის აივნიდან ვხტებოდით მორიგეობით. არ მახსოვს ზუსტად რატომ დამაჩქარა ,მაგრამ ისე გადმოვხტი რომ ცხვირით მიწას დავერჭვე.
მარი ჩემი ნათესავი იყო.ძალიან ახლო არა, მაგრამ არც მთლად შორეული.მაშინ არ ვიცოდი ეს რას ნიშნავდა,უბრალოდ მარი ჩემთვის იყო ადამიანი რომელთანაც კარგად ვთამაშობდი და ზოგჯერ მაფრთხობდა მისი ასეთი სიცელქე. ერთხელ მახსოვს როგორ იპოვნეს ღობის ძირას მიწოლილი ბებიამისის წამლების დალევის გამო.
მერე აირია წლები ,დაიწყო სამოქალოქო ომი და მარის ოჯახი საქართველოდან წავიდა. გადასხლდნენ ბაქოში და თან წაიღეს ჩემი ბავშვობის ძალიან სუფთა მოგონებები.მარი კი ჩემს წარმოსახვაში დარჩა როგორც მუხლებგადაყვლეფილი გოგო ,რომელსაც სულ  უელავდა თვალები და მორიგ გასართობს ეძებდა.
ხშირად ვფიქრობდი სადმე რომ გადავაწყდი ოდესმე თუ ვიცნობ მეთქი. 3-4 წლის წინ
მარიამობას სოფელში ავედი. საღამოს როცა ნათესავები ვნახე გადავწყვიტე ღამისთევაზე წავსულიყავი და წავედი კიდეც.  ეკლესიაში უამრავი ხალხი ირეოდა და იმდენად იყო ჩახუთული იქაურობა, რომ სასწრაფოდ მომინდა გამოქცევა. გამომსავლელად მოვტრიალდი როცა ნანცობ თვალებს წავაწყდი. შევხედე ,გავიხედე და ისევ შევხედე.ვიგრძენი რომ თვითონაც ასე მიყურებდა. დაკვირვებული დაჟნებული მზერით. ვერ მივხვდი როგორ გავარღვიე ხალხი და მისკენ წავედი,ის კიდევ ჩემსკენ გამოქანდა.ალბათ ერთი  10 წუთი ვყავდი ჩახუტებული და არ მიშვებდა, არც მე ვუშვებდი.მერე გარეთ გამოვედით და ჩამოვჯექით იქვე. ვუყურებდით ერთმანეთს და ხმას არ ვიღებდით.
-როგორ გამიხარდა რომ არ შეცვლილხარ -მითხრა და გამიცინა
-მეც თვალებით გიცანი -ვუპასუხე და ისევ ჩავეხუტე.
-რამდენი დაგვრჩა სათამაშო არა? -მკითხა და მეც თავის დაქნევით ვუპასუხე.
სულ რამდენიმე საათი ვისაუბრეთ და იმდენი მოგონება გავუცვლაეთ ერთმანეთს,ზოგი მარტო მას რომ ასხოვდა ,ზოგი მარტო მე.
საუბრის დასასრულს  ნომრებიც გავცვალეთ და პირობა ჩამომართვა რომ ჩავსულიყავი ბაქოში. მეც დავპირდი რომ ჩავიდოდი.მართლა მინდოდა კიდეც,მაგრამ ვერ მოვახერხე.
ამ რამდენიმე დღის წინ სოფელში ავედი .სახლისკენ რომ მივიოდი გზად მარის და დავინახე, რამდენიმე დღით ჩამოვედითო მითხრა.მარიც აქ იყო მაგრამ გუშინ წავიდა უკან, გირეკა და ვერ დაგიკავშირდაო. გული ჩამწყდა.მაგრამ ვიცი რომ ბაქოში მელოდება ჩემი ბავშვობის ნაწილი, რომელთანაც უნდა ჩავიდე და ვუთხრა : მარი მე მოვედი. წამო ვითამაშოთ.