Thursday, June 28, 2012

если тебя нет то и меня нет ( კავშირები )



რამდენიმე დღის წინ , ერთ-ერთ ანიმეში იმ უხილავ ძაფებზე იყო საუბარი რომლებიც ადამიანებს სხვა ადამიანებთან აკავშირებს. სულ ერთია ვინ იქნება მეორე, მეგობარი, შეყვარებული, ოჯახის წევრი თუ უბრალო ნაცნობი ,მთავარია რომ მასთან გაკავშირებდეს ეს  ძაფები. ზოგი ამას სიყვარულს ეძახის, ზოგი მოვალეობას. მე არ ვიცი რა დავარქვა.
 ასეთი ძაფები ბუნებრივია ,როგორც ბევრ თქვენგანას მეც მაქვს.. ასე ვხვდები, რას წარმოადგენს ადამიანი ჩემთვის. სულ ერთია გინდაც ჩვენ შორის იწვეს კილომეტრები. წლები, ან სამყაროები ისინი რჩებიან ჩემთან ამ ძაფების საშუალებით. რომლებიც იმდენნად მყარია, რთულია ხოლმე მათი გაწყვეტა თუ თვითონ არ ინდომებენ. აი, როცა ეს კავშირი ძაფები წყდებ,. მერე საოცარი სიცარიელე ისადგურებს. როგორც მარიონეტმა არ იცის როგორ იმოძრაოს ასევე არ იცის ადამიანმა როგორ მოიქცეს როცა მისთვის მნიშნელოვანი ურთერთობები წყდებიან. წუხს, ფიქრობს, ცდილობს რაღაცეებს , სანამ საბოლოოდ არ მიხვდება რომ სისულელეა ყველაფერი.. წარმოუდგენელია გაწყდეს კავშირი რომელიც ერთხელ უკვე დაიდო, თუნდაც ამას სიკვდილი დაუდგეს წინ.(და ინახავს ძაფის ბოლოს გულში, იქნებ .. ოდესმე,.. )  ადამიანის გულს  , გონებაზე უკეთესი მეხსიერება აქვს. ამიტომაც ახსოვს ყველა ძაფის ბოლო..ამიტომაც ცდილობს გაწყვეტილის ხელახლა  შებმას და გაკეთებას.. იცის , რომ ძაფები მხოლოდ გულისთვისაა მნიშნველოვანი.გონებისთვის მარტივია. ერთი წკაპ და ..გული კი უფრთხილდება , თავის ადამიანებს რომლებსაც დაუკავშირდა და ამ კავშირით სამუდამო პირობა დადო მათი ადამიანური სიყვარულის..
მოკლედ რაც მინდოდა მეთქვა ისაა რომ, გაუფრთხილდით კავშირებს, ნუ დაასუსტებთ მათ ისე რომ ბუნებრივად დაწყდნენ. გახსოვდეთ ,ყველაფერი მოესწრება, წარმატებული კარიერა,  წარმატებული მომავალი , წარმატებული პიროვნება,  ყველაფერი მოესწრება გარდა ბედნიერი ადამიანისა. რადგან ადამიანი რომლიც კარგავს თავის ძაფებს , ხდება ძალიან სუსტი და მარტოსული.. არ არის საჭირო ტკივილით გაზრდა, ბედნიერებით გაზრდა ბევრად  ჯობია.. თან ჩვენ ისე ვიცხოვრეთ უმრავლესობამ ,ბავშოვიბდიდან ტკივილი გვზრდიდა და ბედნიერების გვეშინოდა, ამიტომაც დღემდე გავურბივართ მაქსიმალურად. "შეუჩვეველ ლხინსო" ხომ გაგიგიათ ?

გიტოვებთ პატარა  ანიმაციას, რომელიც იტევს ძალიან ბევრს და რაც მთავარია უბრალო ჭეშმარიტებას..