Tuesday, April 2, 2019

კაკაო, აჯუმა და კორეული ჰალუ საქართველოში

- ჭაჭა რა არის ? - მეკითხება გამომცდელად.
-ჭაჭა წააგავს  სოჯუს, თუმცა ყურძნისგან მზადდება და უფრო ძლიერია - ვეუბნები და  მზისგან დამცავ კრემს ვუწვდი.

***

2017  წელს  კორეულ ტელეარხარ  MBC TV  საინტერესო სამოგაზურო სერიალი დაიწყო - " ჯადოქარი არსაიდან "    Wizard of Nowhere (오지의 마법사).     შოუს მონაწილე ცნობილი მსახიობები და  და მომღერლები, ზურგზე ჩანთით   მოგზაურობენ სხვადასხვა ქყვენებში,  მათ შორის კი  5 სერია ეთმობა საქართველოს. 
შოუს დადებითი გამოხმაურება მალევე მოჰყვა კორეულ ტელევიზიასა და პრესაში და ტურისტებმაც არ დააყოვნეს.  ზოგადად , კორეელ ახალგაზრდებს ახასიათებთ მათი საყვარელი მსახიობებისა და მომღერლების (  k pop  and k Drama Idols ) გაღმერთება, აქვთ საკმაოდ დიდი ფანკლუბებიც და გარდა ამისა ცდილობენ მაქსიმალურად მიბაძონ მათ კუმირს, ჩაცმაში, დახურაში, კვებასა თუ ჩვენთვის საინტერესო მოგზაურობაში.  მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო  სერიების გასვლიდან რამოდენიმე თვეში საქართველოში უფრო და უფრო გამოჩდნენ კორეელი ტურისტები და მათი რიცხვი მზარდია.  აქვე დავამატებ იმას რომ კორეული ტალღა  (Korean Wave (Hallyu) – The Rise of Korea’s Cultural Economy & Pop Culture )  საკმაოდ მზარდი და გავლენიანი და ამერიკამდეც წარმატებით მიაღწია.

სტატისტიკის მიხედვით  2018 წელს  26 მილიონზე მეტი სამხრეთ   კორეის მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან ტურისტული მიზნით.  2019 წლის ორი თვის მონაცემებით კი  მათი რიცხვი თითქმის 6 მილიონია.   კორეის ტურიზმის დეპარტამენტი ყოველწიულად  7  % ზრდას მოაზრებს ,რაც  საკმაოდ  დიდი ციფრია .სტატისტიკა აქ
კორეელები ძირითადად მოგზაურობენ  ჩინეთის, ვიეტნამის და იაპონიის მიმართულებით , თუმცა ბოლო წლებში შესამჩნევად გაზრდილია მათი დაინტერესება ევროპული ქვეყნებით . 
როგორ მოგზაურობენ  და საიდ მოიპოვებენ ინფრომაციას?   კორეელები არ იყნებენ ჩვენთვის ცნობილ    სოციალურ ქსელებს Google, Facebook, Instagram  თუმცა  აქვთ თავიანთი საძიებო სისტემა  NAVER portal    ,  naver  ასევე ინსტაგრამის მსგავსი Kakao Story, რომელიც ძალიან პოპუარულია და არ არსებობს ბიზნესი რომელსაც თავისი გვერდი არ ჰქონდეს კაკაო სტორიზე.  სამოგზაურო მარშუტს  დაგეგმავდე ყველანაირი ინფომაციის ძიება სწორედ ამ გვერდებზე ხდება. ისინი ყოველთვის ნახულობენ  სურათებს და ინფრომაციას ამ ორ პლატფორმაზე , ამიტომაც თუ თქვეთვის საინტერესო ეს სეგმენტია და ბაზარი , აუცილებელია თქვენზე ინფრომაცია ხელმისაწვდომი იყოს ამ გვერდებზე.
რაც შეეხება facebook  messenger , მისი   მსგავსია   Kakao Talk .
მოკლედ ასე, მოიძიეს თქვენზე ინფორმაცია,  ჩამოვიდნენ  საქართველოში და შეგვქმნა კიდევ ერთი პრობლემა - ენის ბარიერი.  არ ელოდოთ რომ მათი უმრავლესობა ინგლისურად ისაუბრებს . ახალგაზრდებსაც და საშუალო ასაკის ადამიანებსაც ინგლისურად საუბარი საკმაოდ უჭირთ ( პირადი გამოცდილება ) .    თუმცა აქ გვაქვს ერთი კარგი ამბავი, რამდენიმე წელია რაც თავისუფალ უნივერსიტეტში არსებობს  აღმოსავლური ენების პროგრამა ,სადაც ისწავლება კორეული ენა და ძალიან წარმატებულად. გვყავს ძალიან კარგი სტუდენტები და იმედია  ნელ-ნელა მოხდება მათი ენის ცოდნის ტურიზმის სფეროში გამოყენება. თუმცა სანამ  , დაიზრდებიან ალგეთსს ლეკვები  რამდენიმე ფრაზას აქვე  დაგიწერთ კორეულად ,რაც დაგეხმარებათ პირველად და მარტივ კომუნიკაციაში.



გამარჯობა/  ნახვამდის  - 안녕하세요 ( An-nyeong-ha-se-yo)
როგორ ხარ? 잘 지내세요? (jal jinaeseyo? )
სასიამოვნოა თქვენი გაცნობა  - 반갑습니다 –  ( Ban-gap-sum-ni-da )
მადლობა  감사합니다   (Kam-sa-ham-ni-da)
სად არის ?  어디예요  ( o-di-ye-yo )
ვერ ვსაუბრობ კორეულად კარგად   한국말 잘 못해요  ( Han-guk-mal jal mot-hae-yo )

რათქმაუნდა ეს ბევრი არაფერი კი არა, წვეთის წვეთიც არ არის ზღვაში, მაგრამ წარმოიდგინეთ ბედნიერი კორეელის სახე რომელსაც  ბორჯომის პარკში გადავაყწდი გოგირდების გზაზე დაკარგულს და ასე ფრაზა ფრაზად ავუხსენი როგორ უნდა დაბრუნებულიყო სამშვიდობოს )))

არსებობს უამრავი კულტურული  სხვაობა ჩვენს შორს,  მაგალითად ნამზეური (ზაგარი) , რომლითაც ჩვენ თავს ვიწონებთ  , მათთვის კი ძალიან მიუღებელია და დაბალი სოციალური ფენის წარმომდგენლობას უკავშირდება. ეს კი  იმპერატორის კარისგან მოდის, საუკუნეების განმავლობაში თეთრი და ფითქინა კანი ითვლებოდა როგორც  მაღალი კლასისთვის დამახასიათებელი, ამიტომაც დღესაც უამრავ კორეელს ნახავთ, რომელიც " კეპკებით " და მრავალრიცხოვანი მზისდამცავი კრემებით მოგზაურობენ. არიან ძალიან ემოციურები,  ხმაურიანები,  გულღიები და ამასთანავე ზრდილობიანები. არასდროს შეადაროთ მათი კულტურა ან სამზარეულო იაპონურს. ამით მათ აგრესიას გამოიწვევთ, 1910 წელს იაპონიის იმპერიამ მოახდინა კორეის ანექსია. 1945 წელს, იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ, კორეა საბჭოთა და ამერიკულ საოკუპაციო ზონებად დაიყო, რომელთაგან უკანასკნელი 1948 წელს გამოცხადდა კორეის ერთადერთ კანონიერ ხელისუფლებად, რომელიც გაეროს მიერ იყო აღიარებული, თუმცა სულ მალე ჩრდილოეთში დამყარდა კომუნისტური რეჟიმი, რომელიც 1950 წელს შეიჭრა სამხრეთში და დაიწყო კორეის ომი, რომელიც 1953 წელს საზავო ხელშეკრულებით დასრულდა. მიუხედავად მცირე შეტაკებებისა ჩრდილოეთთან, მას შემდეგ მშვიდობა არ დარღვეულა. სამხრეთი კორეა დომინირებს შიდა კორეულ პოლიტიკაში, როგორც რეგიონული ძალა მსოფლიოში სიდიდით მეათე თავდაცვითი ბიუჯეტით.

სამხრეთი კორეა ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით აღმოსავლეთი აზიის ყველაზე განვითარებული ქვეყანაა. მისი მოქალაქეები სარგებლობენ ცხოვრების ძალიან მაღალი ხარისხით, გააჩნიათ აზიის უმაღლესი ინდივიდუალური შემოსავალი და საშუალო ხელფასი, ასევე, მსოფლიოში სიდიდით მერვე ოჯახური შემოსავალი. ქვეყანა, მსოფლიო მასშტაბით, ჯანდაცვის ხარისხისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, წამყვან ქვეყნებს შორისაა. იგი, ასევე, ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა განათლების თვალსაზრისით.

თუ უფრო ღრმად გაინტერესებთ კორეული კულტურა, ომი 38-ე პარალელურზე, ჩუსონის და კორეოს ერა და სხვადასხვა ისტორიული ცეცხლი, მითები და ლიგენდები ჩრ,კორეაზე  , გადახედეთ სხვა თემებს ბლოგზე :)

안녕하세요


Tuesday, February 23, 2016

იდინე, ცრემლო, ანუ ტრავერნერი საოცრებათა ქვეყანაში





გთხოვთ, ნუ დაუძახებთ პოლიციელს. მთელი წიგნი ისედაც სავსეა ფილიპ დიკის თითის ანაბეჭდებით. ფურცლიდან ფურცელზე ახალ-ახალი რეალობები გვხვდება და  ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება, რომ მხოლოდ გაძლიერებულ ძრავიანი ქვიბლით თუ შეძლებ დაეწიო. მსხვრევადი  სამყაროები, ილუზიები, მაღალტექნოლოგიური გაჯეტები, გენეტიკურად გაუმჯობესებული ადამიანები, ნარკოტიკები, ანუ ყველაფერი ის, რაც ასეთი დამახასიათებელია მეოცე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტისთვის.
„იდინე. ცრემლო, -თქვა პოლიციელმა„ 1974 წელს გამოიცა და ამერიკის ახლო მომავალზე მოგვითხრობს. თუ თქვენ იმედი გაქვთ, რომ რომანში რაიმე ლოგიკურ ხაზს მიაგნებთ, ძალიან ცდებით. აქ ერთი დიდი არეულობაა. 1988 წლის ამერიკაში საზოგადოება და მთავრობა რამდენიმე ნაწილადაა გაყოფილი. საპოლიციო რეჟიმი აკონტროლებს ყველას და ყველაფერს. დაწყებული მარსის და მთვარის კოლონიებიდან-დამთავრებული დედამიწის მივარდნილი კუნჭულით. აჯანყებული სტუდენტები საბოლოოდ შრომა-გასწორების ბანაკებში ხვდებიან. შავკანიანებს, კი უბრალოდ კლავენ, ან  სტერლიზაციას უკეთებენ. ასეთია სამყარო, სადაც წიგნის მთავარი გმირი -ჯეისონ ტრავერნერი ცხოვრობს.  ის ცნობილი პოპ მომღერალი და სატელევიზიო შოუს წამყვანია, რომლსაც მილიონობით მაყურებელი აღმერთებს. ჯეისონი ბედის ნებიერიაა. აქვს ყველაფერი რაც სჭირდება: ფული, სახელი, დიდება, საყვარელი ქალი  და რაც მთავარია- ის ექვსიანია. გენეტიკურად გაუმჯობესელი ადამიანი, რომლებიც სპეციალურად შექმნეს რომ ქვეყნის სათავეში მოსულიყვნენ. თუმცა, მას შემდეგ რაც პროექტი ჩავარდა, ექვისანებს დევნა დაუწყეს. ჯეისონი კი  გადარჩენილი ექვსიანია, არასდროს ეცემა ზურგზე. მისი ტვინი პანიკის ნაცვლად გამოსავლის ძიებაზეა ორიენტირებული, თუმცა ექვსიანსაც უჭირს გამოსავლის მოძებნა, როდესაც ერთ დილით საკუთარი აპარტამენტების ნაცვლად, ერთი ბინძური სასტუმროს ოთახში იღვიძებს. მისი ყველა დოკუმენტი გამქრალია. ერთადერთი რაც დარჩა ფულია. 11 ოქტომბერს ჯეისონ ტრავერნერი  სახელგანთქმული ადამიანი იყო, 12 ოქტომერს კი -აღარავინაა. მისი  დოსიე მატრიცის ყველა ბანკიდან ამოშლილია, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა კი უბრალოდ არ არსებობს.  ტავერნერს   სასწრაფოდ სჭირდება რაიმე საბუთი რაც მის ლეგალურ არსებობას დაადასტურებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია დაიჭერს და შრომა-გასწორებით ბანაკში გააგზავნის, სადაც რომელიმე წარუმატებელი ექსპერიმენტის დროს მოკვდება. ხუთი ათასი დოლარით კი, რაც მას აქვს, შეუძლია ერთი გამოსავალი მონახოს - ყალბი დოკუმენტები.  სწორედ ამ დროს იწყებენ წიგნის საუკეთესო პერსონაჟები გაცოცხლებას: კატი ნელსონი, რომლისაც ქმრის სიკვდილი ვერ დაუჯერებია და საკუთარ რეალობაში აცოცხლებს. რუთ რეი, რომელიც  საოცრად ჰგავს თამბაქოს მოყვარულ მუხლუხოს კეროლის ალისადან.  ტყუპი და ძმა ელისი და  ფელიქს ბაქმანები. რომლებიც ჩემი აზრით რომანის  მთავარი ფიგურები არიან. ელისი კი უფრო მეტადაა წიგნის მთავარი გმირი, ვიდრე ჯეისონი, იმიტომ რომ „ტავერნერიც და ჩვენც ყველანი  თქვენი დის (ელისის )  წარმოსახვით სისტემის ნაწილი გავხდით  და მასში  ჩათრეული აღმოვჩნდით… ერთდროულად ორი სივრცე დავიკავეთ- ერთი რეალური, მეორე-არარეალური.  რეალობა კი ერთია“.
  დიკი თავის საყვარელ თამაშს გვთავაზობს: მიუხედავად იმისა, რაც შენს თავს ხდება ნამდვილია თუ მხოლოდ შენს გონებაში ხდება, ის მაინც რეალობაა. თავისი რეალური  პრობლემებით რომელსაც უნდა გაუმკლავდე. და რათქმაუნდა ალუზიები, , რომლებითაც სავსეა წიგნი  ( კეროლის „ ალისა , ბიბლია : „ იგავი ფილიპე დიაკონისა და ეთიოპიელი საჭურისის შესახებ და ა.შ.)
მიუხედავად იმისა, რომ „იდინე, ცრემლო“ დიკის საუკეთესო რომანი არ არის და ლაფსუსებიც მრავლად გვხვდება (განვითარების გარეშე მიტოვებული პერსონაჟები, მწყობრი დიალოგების უქონლობა, უმეტაფორობა, დაუცველი სტილისტიკა), ნამდვილად ღირს წაკითხვად. ეს „შავი ზღაპარი“ არ არის ერთ კონკრეტულ ამბავზე. ეს არის წიგნი დეტალებზე, სადაც წიგნის პერსონაჟები ტირიან იმის გამო რაც დაკარგეს. თუმცა, შეიძლება ესეც ისეთივე ილუზია იყოს, როგორც  რომელიმე არარსებულ  სამყაროში ნარკოტიკ  KR-3  დახმარებით დაწერილი რევიუ.



Sunday, March 16, 2014

გამარჯობა მაკოტო



ალბათ ყველას გაქვს ადგილი სადაც გვინდა ვცხოვრობდეთ. ზოგი სხვა ქვეყანაზე ოცნებობს, სხვა ქალაქზე.  მე კი ძალიან მინდა მაკოტო შინკაის ანიმეებში ვცხოვრობდე. მისი სამყარო ძალიანაც არ განსხვავდება რეალურისგან, უბრალოდ აქ არის ყველაფერი რაც მე მიყვარს : წვიმების სეზონი, ალუბლების ყვავილობა, საათობით ჯდომა ჩუმად, ურთერთობის რეალური დასასრულები და ა.შ.
თუ თქვენ არასდროს გინახავთ მაკოტო შინკაის ანიმეები წინ დიდი სიამოვნება გელით, თუ გინახთ კი ალბათ ისევე გიყვართ როგორც მე.
პირველად მაკოტო დიდი ხნის წინ მოკლე ანიმაციით გავიცანი. Their Standing Points( She and her cat ) ასე ქვია  შავთეთრ ანიმაციას კარგი მუსიკით ,რომელიც სულ რამდენიმე წუთი გრძელდება და სავსეა ემოციებით. ზოგადად მაკოტოს ანიმეებს ახასიათებს ემოციების ფართო დიაპოაზონი. ამის შემდეგ  იყო Voices of a Distant Star და The Place Promised in Our Early Days . პირველად მგონი აქ ვიგრძენი როგორ შეიძლება დახატო სევდა.
თითქოს ყველა ანიმე მზადება იყო იმ მთავარისთვის რომელსაც 5 Centimeters Per Second ჰქვია. ტაკაკის და აკარის სევდიანი ამბავი.

უზადოდ შესრულებული გრაფიკა, მუსიკა  , ემოციები და რაც მთავარია  სიუჟეტი. სიუჟეტი იმდენად რეალისტურია და სევდიანი , რომ საბოლოოდ ანგრევს იმ  თეორემას რომ ანიმე და ანიმაცია მხოლოდ ბავშვებისთვისაა. ეს ძველი მიდგომა ჯერ კიდევ 1988 წელს შეარყია "ციცინათელების სამარხით "  (Grave of the Fireflies ) ისიო ტაკაჰატამ.
5 Centimeters Per Second  ჩემი აზრით სიყვარულზე კი არა , ცხოვრებაზეა. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ისე ხდება რომ  ვიცვლებით. დრო გადის, ვიზრდებით არა მარტო ფიზიკურად, არამედ -მენტალურად. იცვლება ჩვენი ხასიათი და შეხედულებები სამყაროზე. რაც ადრე გვაღელვებდა ის საერთოდ აღარც კი გვახსოვს, რაც ადრე გვიყვარდა-ახლა ღიმილს თუ გვგვრის. ოცნებები აუხდენლად ქრებიან და მათ ადგილს ყოველდღიური ცხოვრებისეული პრობლემები იკავებს. იმ ბავშვებს კი რომელბსაც ეგონათ რომ ისევ ნახავდენენ ალუბლების ყვავილობას ერთად, მოზრდილები ჩაენაცვლნენ ლიანდაგების ცალ-ცალ მხარეს.


სიმართლე რომ ვთქვა, არ მეგონა 5 Centimeters Per Second  მერე თუ ასევე ძალიან მომეწონებოდა რომელიმე ანიმე. მაგრამ მაკოტომ ისევ საოცრება შექმნა და მოლოდინს გადააჭარბა.  სანამ Garden of Words ზე ვიტყოდე რამეს, მოკლედ ვიტყვი რომ მაკოტომ Journey to Agartha მიაძაკისეული ანიმეც გადაიღო. მიაძაკისეული თქო იმიტომ ვიძახი რომ  ჯერ ფერები  ძალიან ჰგავს ჰაიაოს სტილს და თემა.  აგარტა მიწისქვევშა სამყაროა. მითები და ლეგენდები და მათზე საოცრებების გადაღება , თბილი ფერებით , დადებითი გმირებით და კეთილი დასასრულით ნამდვილად მიაძახის სტილია.
ასე მგონია მაკოტო ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიდა  Garden of Words მდე.



ალბათ ორი კვირის წინ ვუყურე, თუმცა დღესაც ამ ანიმეში ვცხოვრობ. ასე მგონია ისევ ჩამესის წვიმის ხმა და შორიდან ქარს მოაქვს იუკინოს ხმა , რომელიც ტანკას კითხულობს :
"ჭექა -ქუხილის სუსტი ექო..
ცაზე ღრუბლები. შესაძლოა კიდეც იწვიმოს.
დარჩები ჩემთან? "

მე კი ამ დროს ერთი სული მაქვს ტაკაოსავით ვუპასუხო

"ჭექა-ქუხილის სუსტი ექო..
რომც არ იწვიმოს...
შენთან დავრჩები."

ისტორია სკოლის მოსწავლეზე და ზრდასრულ ქალზე რომლებიც შემთხვევით  ხვდებიან ერთმანეთს    ერთ წვიმიან დილას  იაპონურ ბაღში . ფილმს სამი პერსონაჟი ყავს :  ტაკაო , იუკინო და წვიმა. სამი მთავარი გმირი. როცა წვიმა მოდის , ისინი ყოველ დილით აცდნენ  სამსახურს და სკოლას , მიდიან ბაღში სხვადასხვა გზიდან და ჩუმად სხედან ფანჩატურში. ხან უბრალოდ საუბრობენ სხვადასხვა თემაზე. როცა არ წვიმს , ისინი ცას უყურებენ და იმ იმედით იძინებენ, რომ მეორე დღეს აუცილებლად იწვიმებს .
დეტალები, რომლებიც ასევე მაკოტოს სტილია და ადგილები ,  რომლებიც ზოგჯერ მის ანიმეებში მეორდება. (მაგ   Garden of Words  და Someones Gaze )მაკოტო იღებს რელაურს და ხატავს. ხატავს ისე რომ გინდება იმ სამყაროში ცხოვრობდე, ისე გაწვიმდეს როგორც ტაკაოს და იუკინოს, აკარივით ზუსტად იცოდე რამდენ წამში დავარდება საკურას ყვავილები მიწაზე და ტაკაკივით ცდილობდე გაუმკლავდე იმ სევდას რომელიც შენს ცხოვრებაში საიდანღაც შემოიპარა.


Saturday, August 31, 2013

როგორ გავატარე ზაფხული



მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, ვისთვისაც პირველი სექტმებერი სკოლის  დაწყებასთან ასოცირდებოდა.  პირველივე გაკვეთილზე  მასწავლებლები ერთ მარტივ თემას გვაწერინებდნენ  :"როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები ". ზუსტად ვიცი, ბევრი ჩემი კლასელისთვის მთელი ზაფხული ამ თემისთვის მზადება იყო. წერდნენ და წერდნენ, მთას, ზღვას , ბარს, უცხოეთს და ა.შ. მართალია, ზღვა და მთა არც მე მაკლდა , მაგრამ ყველაზე მეტად  მინდოდა ჩემს სოფელზე დამეწერა. ამის ნაცვლად კი ვწერდი ბორჯომზე ,  ურეკზე, ნავით სეირნობაზე ,  აბა პირველი სკოლის მოსწავლე იმაზე ხომ არ დავწერდი  როგორ მიშავდებოდა თითები წენგოსგან ,როგორ დავყვებოდი პაპაჩემს ტყე-ღრეში, ან  გახვითქული  როგორ დავსდევდი ხუთ ნომრიანი მაისურით ბურთს ?
ხვალ პირველი სექტემბერია , ჰოდა ვზივარ და არ არსებულ მასწავლელბელს თემას ვუწერ ,თემას  რომელიც ყოველთვის მინდოდა დამეწერა .
წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს  8-9 წლის ქალაქელი ბავშვისთვის დოღის ნახვა?  მთელი ღამე ძილ-ღვიძილში გავატარე. ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა და კოდის თავზე  გავიქცეოდი. სწორედ იქ იმართებოდა დოღი. მანამდე ამ სიტყვის მნიშვნელობა იმ სათავგადასავლო წიგნებიდან ვიცოდი ,მთელი ბავშვობა რომ ვკითხულობდი. ეხლა კი საშუალება მქონდა ეს ყველაფერი ჩემი თვალით მენახა. მართალია, აქ არც პრერიები იყო და არ ინდიელები ,მაგრამ იყო ბევრი ლამაზი ცხენი.  ვუყურებდი და ვოცნებობდი ,რომ ერთ დღეს მეც მოვექცეოდი უნაგირზე და პირველი მივიჭრებოდი ფინიშთან. შემომეხვეოდნენ გულშემატკივრები, მე კი ვიდგებოდი ჩუმად, გავიღიმებდი და ცხენს მოვეფერებოდი კისერზე. ( ეს ოცნება ჯერ კიდე არ ამისრულებია )
დოღიდან გამობრუნებული ბიძაშვილ-მამიდაშვილ -დეიდაშვილები ანუ ერთი უბნის ბევრი ბავშვი, ვეშვებოდით ჩვენი სტადიონისკენ. "სტადიონი" გვქონდა ცოტა უცნაური: ცალ მხარეს დამრეცი. ბედი მისი ვისაც დამრეც მხარეს უწევდა კარში ჩადგომა - ბურთი თავისით მიგორავდა , შენ უბრალოდ უნდა გაკიდებოდი და გეკონტროლებინა , მოწინააღმდეგეს არ წაერთვა. გადიოდა და გადიოდა გოლები კარში  . მეორე ტაიმში კი მდგომარეობა იცვლებოდა , ახლა მეორე გუნდი აგებდა კოლოსალური ანგარიშით თბილისი დინამოსავით .
 სირბილისგან გასავათებულები, იქვე ჩვენს ბლოკებზე მივეყრებოდით, ჩვენი თქო იმიტომ ვამბობ რომ დედაჩემს სახლის აშენება უნდოდა და" სტადიონის" ახლოს   მოტანილი იყო სამშენებლო მასალა.  გავწვებოდით გრილ  ბლოკებზე და ავყურებდით ცას. ამასობაში მშობლებიც დაგვიძახებდნენ  და დროებით ვიშლებოდით. მე ბაბო მეძახდა ხოლმე. არდადეგებზე მას ვყავდი  მიბარებული.  შევიდოდი სახლში ქოშინით და მხვდებოდა  ხის მაგიდაზე დაწყობილი: ახლად გადაზელილი სულგუნი, რძე ჭიქით. ნახევრად შემთბარი ხაჭაპური  და კაკლის მურაბა . ბებიაჩემმა აიჩემა კაკლის მურაბა გიყვარსო და ყოველ ზაფხულს  აკეთებდა .ოღონდ მე არ მაკარებდა კაკალს  "წენგოთი მოგესვრება თითები  ბაბო და სირცხვილია ამ ხელებით სკოლაში მისვლაო " . ლებნებსაც თვითონ მირჩევდა, ფართუკის ჯიბეში მიგროვებდა და ერთიანად მაძლევდა. ყველა შვილიშვილს ხომ გონია რომ ის უფრო უყვართ ვიდრე დანარჩენები  , მე კიდევ ამაში დარწმუნებული ვიყავი. . არ მახსოვს რომელიმე რამეზე გამბრაზებოდეს. პირიქით, პაპასთვის ჩემი მიტანილი წყალი ყველაზე გემრიელი იყო. ბაღის ბოლოდან მეძახდა ხოლმე, მეც მივრბოდი და მერე გაბრწყინებული  სახით ვისმენდი : "უფ, უფ რა გემრიელია და ცივია ს"..
 ლამის თვალი რომ ამოვიგდე ბიძაშვილთან ხმალაობისას და სისხლში ვცურავდი ,  მაშინაც არ გამბრაზებიან. ისევ ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ ბავშვი როგორ დატოვე უყურადღებოდო.
 ვცხოვრობდით ასე ზაფხულით  წლები.. ნელ-ნელა კაკლის მურაბა სულ გადამიყვარდა, ადრე თუ კოვზით დამდევდა ხოლმე ბებიაჩემი"  ჭამე , ჭამეო"  მერე იმასღა მეუბნებოდა "შენ გზას გამოვუყურებ ბაბო, რო გექნება დრო და მოიცლი ამოდი ხანდახანო ". ახლა მე ამქონდა ხოლმე მათთვის კამფეტები. მაგრამ უფრო და უფრო იშვითად ვიცლიდი : სტუდენტობა, სამსახური, მეგობრები, გართობა. ზაფხულობით უკვე იმაზე ვფიქრობდი ზღვაზე როგორ დავისვენებდი და არა იმაზე, როგორ არ დამსვროდა თითები წენგოთი. შარშანწინ ბოლო ზამთარი იყო როცა ახალ წელს ჩვენთან ჩამოვიდა ბაბო. სამსახურიდან დაბრუნებულს  ჯოხზე აცმული და სამზარეულოში გასაფენად გამწკრივებული ჩურჩხელები დამხვდა. "აიო, შენ რომ გიყვარსო ბაბოო სიურპირზიაო "-იდგა და მიღიმოდა. მე ვიდექი გაშეშებული, ვყლაპავდი ცრემლებს და ვცდილობდი გამეღიმა.. რამდენიმე დღეში სოფელში წავიდა. წავიდა და თან წაიყოლა ჩემი ბავშვობის ყველაზე ლამაზი მოგონებები .  დაუწერელი თემები, ფართუკში ჩარჩენილი კაკლის ლებნები,მჟავე ვაშლისა და რძის სუნი.
იშვითად ვფიქრობ ხოლმე რომ რაღაც დამთავრდა. უფრო მგონია, ისევ იქაა , ჩემს გზას გამოყურებს, შორიდანვე მხედავს როგორ ავდივარ აღმართზე, თვალები უნათდება და მეუბნება "მოხვედი ბაბო?"

Monday, May 6, 2013

როგორ მოვხვდი მუმინების სამყაროში


ხანდახან ხომ ხდება ხოლმე , შემთხვევით სადმე კარგ წიგნს გადააწყდები და გაიფიქრებ : კი მარა აქამდე სად ვიყავიო? ზუსტად ასე დამემართა, როცა მეგობარმა ტუვე იანსონის ორი წიგნი (კომეტა მუმინების ხეობაში " და "მამა მუმინის მემუარები " ) მათხოვა . ერთი სული მქონდა სახლში მოვსულიყავი, გემრიელად მოვკალათებულიყავი და კითხვა დამეწყო.
კითხვის დაწყებისთანვე მივხვდი რომ ეს სამყარო უკვე ჩემი იყო. მეც დავდიოდი ოჩოფეხებით მუმინტროლთან ,სნიფთან და სნუსმუმრიკთან ერთად ამომშრალი ზღვის ფსკერზე. წარმოდგენიათ რამდენიმე ვინერვიულე როცა გავიგე რომ კომეტა დედამიწას ზუსტად რამდენიმე დღეში დაეცემოდა? იქნებ ამ დროის განმავლობაში მუმინტროლს ვერ მოესწრო სახლში დაბრუნება? სახლში სადაც ყველას სიყვარულით იღებენ, სულ ერთია ვინ იქნება ან როგორი, თუნდაც ქალის კაბიანი უხასიათო ჰემული იყოს. როგორც კი კომეტაზე შიში ამიტანდა, წამსვე მახსენდებოდა მუმინტროლის სიტყვები : "ალბათ დედა რაიმეს მოიფიქრებს და ყველანი გადავრჩებით". ან როგორ შეიძლება რამე დაგემართოს როცა საიდუმლო გაქვს რომლის სახელი იწყება " კ " ზე და მთავრება "ა-ზე" , რომელიც სულ თან დაგყვება და ალბათ ძალიანაც ენატრები... 

ძალიან მეცოდებიან ჰატიფნატებიეს პატარა არსებები " უბრალოდ გაუთავებლად დაეხეტებიან, თათებს იქნევენ და ჰორიზონტს გაჰყურებენ. მამამ მითხრა, იქამდე ვერასოდეს აღწევენ , სადაც მიდიან და ამიტომ სულ სულ რაღაც ენატრებათო" თქვა მუმინტროლმა და მერეც რამდენჯერმე ახსენა მამა მუმინა ისინი თავის მემუარებში. კიდევ უამრავი საინტერესო და სახიფათო თავგადასავალიც მოყვა თავისუფალი კოლონიის დაამარსებელმა .

მარტო ჯიუტი მოჩვენების ამბავი რად ღირს, რომელსაც ერთი ჟანგიანი ჯაჭვი ეპოვა და ღამ-ღამობიით დაახრიგინებდა ხოლმე? მაგრამ ხანდახან ძალიან სევდიანებოდა, რადგან უკვე ვეღარავის აშინებდა, ამიტომაც გადაწვვიტა ნერვების დასამშვიდებლად ქარგვა-ქსოვისთვის მოეკიდა ხელი. რას არ ქარგავდა, სუნსულას საქროწინო საჩუქარზე გადაჯვარედინებული ჩონჩხის ძვლებიც კი მიაქარგა.


ამ საოცარი ამბების ავტორი ფინელი მწერალი და ილუსტრატორი ტუვე იანსონია. ( გარდა საკუთარი წიგნებისა , ის ილუსტრატორი იყო ტოლკინის " ჰობიტის " და კეროლის "ალისასი ").  მიღებული ჰქონდა ჰანს ქრისტიანს ანდერსენის სახელობის ჯილდოც. მაგრამ მე მგონია უფრო თავისი ცხოვრება იქცა მისთვის ჯილდოდ , " მე უბრალოდ მინდა, რომ ვიცხოვრო მშვიდად დავრგო კარტოფილი და ვიოცნებო."