Thursday, August 2, 2012

Where leaves dance, fire burns.



ამ რამდენიმე თვის წინ როცა ჩემს ანიმელისტში სანახავი ანიმეები ამოიწურა ,საინტერესოსაც ვერაფერს ვპოულობდი გადავწყვიტე  დამეწყო ნარუტოს ყურება. "მერე რა რომ ბავშვურია ? -ვეუბნებოდი ჩემს თავს - ან ვერასოდეს იტანდი ამ ქერათმიან ბიჭს?  ნახავ ერთ ორ სერიას გაერთობი, თან საბრძოლო სცენებიც მრავლადაა რაც ასე გიყვარს".. მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, გადმოვწერე რამდენიმე სერია, დავიწყე ყურება და  რომ მოვრჩი უკვე 20 სერია მქონდა ნანახი. არ ვიცი როგორ მოახერხა ან ანიმემ ჩემი ასეთი შეთრევა. მაგრამ უკვე ნარუტო შიპუდენის(მეორე ნაწილის ) 272 სერიამდე ვარ..
ეს არ არის უბრალოდ ისტორია , კეთილი და ბოროტი გმირებით. როგორც ჩემი მეგობარი ამბობს, ნარუტოში ვერავიზე იტყვი რომ ბოროტია, რადგან ყველას თავისი სიმართლე აქვს და ამ სიმართლისთვის იბრძვის.

მისი ყურებისას საოცარ სამყაროში მოხვდებით.ფოთლებში დამალულ ნინძების სოფელში, სადაც ყველა ნინძას განსაკუთრებული და სხვადასხვა საბრძოლო უნარები აქვს.ზოგი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია, ზოგი მიწის, წყლის ან ჰაერის.მაგრამ არ იფიქროთ, ყველა სერია საბრძოლო სცენებით იყოს გაძეძგილი. უპირატესად უფრო ადამიანური ურთერთობებია  წინ  წამოწეული. მეგობრობა, სიყვარული, ოჯახი. და რაც მთავარია, ნარუტომ მასწავლა რომ მოვუფრთხილდე იმ უხილავ კავშირებს რომლებიც სხვადასხვა ადამინებთან მაკავშირებენ..ვიბრძოლო იმისთვის რაც მიყვარს და არასდროს დავკარგო ჩემი თავის რწმენა. არადროს დავკარგო მეგობრების ნდობა  და ვიდგე მათ გვერდით როცა დავჭირდები.
ანიმე გაფორმებულია ძალიან კარგი ოსტებით და კარგი ნახატით.
მოკლედ , თუ მოგინდებათ ნახოთ ისტორია, ერთ ბიჭზე, რომელმაც უამრავი სირთულე გადალახა, უამრავი ტკივილი გაიარა სანამ თავს დაიმკვიდრებდა , არ დაიზაროთ. სასწარაფოდ გადმოწერეთ , უყურეთ და შეიყვარეთ.