Saturday, October 15, 2011

ზამთრის ზღაპარი




-როგორ ფიქრობ დუ, ამაღამ რომელი ზღაპარი უნდა მოვუყუვეთ?
- ალბათ  დაკარგული ბიჭისა და სიზმრის ზღაპარი?
-გეგას რამეს გამოაპარებ? მშვენივრად ახსოვს რომ ეგ წინა ახალ წელს მოვუყევით.
-მაშინ  მგზავრისა და პრინცესის?
-რას ამბობ, ეგ თაიას საყვარელი ზღაპარია. თან არც საახალწლოა, უფრო სევდიანი მგონი.
ჯობია რამე ახალი მოვუყვეთ დუ.
-მაშინ ჩვენზე მოვუყვეთ დუ- გაიცინა კაცმა და ქალი მიიხუტა.
-ჩვენ ზღაპარი ვართ ?
- ჩვენ ყველაზე ლამაზი ზღაპარი ვართ...
ცოტა ხანში ოთახის კარები ერთმა პატარა არსებამ შემოაღო , ნელა ამობობღდა საწოლზე და მშობლების  შუაში მოხდენილად ჩაწვა.
-ანდრია მოსულა  -დედამ კისერში აკოცა ორი წლის ანდრიას -სად არიან თაია და გეგა?
-სძინავთ ჯერ. შეიძლება თქვენთან დავწვე? -იკითხა ანდრიამ მას შემდეგ რაც გემრიელად გაეხვია საბანში.
-დუ , ვის გავს ესეთი მაიმუნი ? -კითხა ცოლს კაცმა ,რომელიც ღიმილით უყურებდა ბავშვს.
-მამამის დუ -გაუცინა ქალმა.
-სხვათაშორის დედამისმა უნდა იჩქაროს . გოზინაყი გასაკეთებელია
-და ზღაპარიც მოსაფიქრებელი - აღარ დაამთავრებინა ქალმა ქმარს და ნელა წამოდგა საწოლიდან  : - ამ პატარა ავაზაკს შენ მიხედე , არ გადმოხტეს საწოლიდან.
რამდენიმე საათში , სახლი ახმაურდა და სიცილის ხმებით გაივსო. თაია და გეგა ეზოში ჩასავლელად ემზადებოდნენ, ლუიც ერთ ადგილზე ვერ ისვენებდა ,ხან კარებისკენ გაიქცეოდა, ხან ფანრჯრისკენ. თოვდა გარეთ.  ანდრიასთვის ეს პირველი თოვლი იყო , უფრო სწორედ მეორე, თუმცა პირველი არც ახსოვდა . ეზოში ყველანი ერთად ჩავიდნენ. მას შემდეგ რაც თოვლზე ანგელოზები დახატეს  , თოვლის პაპის გაკეთებას შეუდგნენ.
ცოტა ხანში კი  ყველანი ისეთი  სველები იყვნენ და დედამ  სერიოზულად მოითხოვა სასწრაფოდ ასულიყვნენ სახლში და გამთბარიყვნენ.
-მამა ამაღამ რას მოგვიყვები? კითხა დედამისის კალთაში მოკალათებულმა თაიამ.
-ოო ,ამაღამ ყველაზე ნამდვილ ზღაპარს მოგიყვებით.
-თუ გინდა იმ გოგოზე მოყევი ოქროს თმები რომ ქონდა -შესთავაზა ზღაპარი თაიამ, რომელიც იცოდა რომ მასზე იყო.
-ოქროსთმებიანი გოგოსი? რომ არ მახსენდება?
ის-ის იყო თაიამ ქვედა ტუჩი მოიბრიცა და სატირლად მოემზადა , რომ  გეგამ დაამშვიდა :
-ხომ იცი გეხუმრება სულელო. რა გატირებს?  თან ეს ზღაპარი ხომ თვითონ დაწერა მამამ შენზე, ის კი არასდროს დაგავიწყდება რაც დაწერე , არა მა?
-ჰო ეგრეა გეგა. რაც შენ დაწერე და რაც შენია ის არასდროს დაგავიწყდება. -უთხრა გეგას კაცმა და თაიასკენ წავიდა - ამ ოქროსთმიანი  გოგოს გაბრაზება კი ისე მიყვარს ხოლმე. ამ დროს ჩემს ერთ ნაცნობს ემსგავსება საოცრად, რომელიც ზუსტად ასე ბრიცავს ქვედა ტუჩს როცა ტირილს აპირებს. კაცი თავის ცოლს უყურებდა და იღიმოდა.
უკვე ღამდებოდა როცა ერთად შემოუსხდნენ ბუხარს, თან ანდრიაც მთქნარებას აეტანა და შეეშინდათ არ დაიძინოსო. ზღაპრის მოყოლის დრო ახლოვდებოდა .
გაზრდილი პიტერ პენის ამბავი - თქვა სათაური კაცმა და ცოლს შეხედა
ხომ გახსოვთ ამბავი პიტერ პენზე? ბიჭი  რომელსაც არ უნდოდა გაზრდა,მას სულ ბავშვობა სურდა. ის ყველაზე ყველაზე მამამაცი და ძლიერი იყო.მაგრამ ერთხელაც, ისე მოხდა რომ პიტერი ამ ქვეყანაში მოვიდა. მისი მოსვლის მიზეზი ერთი ლამაზი გოგო იყო, რომელიც შემთხვევით დაინახა როცა დაფრინავდა მრავალსართულიანი შენობების ირგვლივ. გოგოს ოქროს თმები ქონდა და ცასავით თვალები. პიტერს ისე მოეწონა გოგო, რომ ყოველ ღამე მოდიოდა მის ფანჯარასთან სანახავად. შემდგომ პიტერმა გოგო გაიცნო. ისინი ყველაზე ლამაზ ზღაპრებს ყვებოდნენ ქალთევზებზე და მეზღვაურებზე, მეკობრეებზე და მფრინავ ხომალდებზე. თქვენ წარმოდგინეთ  მშვენივრად კითხულობდნენ საიდუმლო რუკებს და თავისი გამოგონილი ენაც ქონდათ.  პიტერს ძალიან უყვარდა გოგოსთან ყოფნა და თამაში, მაგრამ იცოდა, რაც უფრო მეტ დროს ატარებდა მასთან მისი ჯადოსნურობა უფრო და უფრო ქრებოდა და ნელ-ნელა სიმაღლეშიც მიდიოდა. პიტერი იზრდებოდა და სასტიკად ეშნოდა ამისი. თუმცა ვერც გოგოს თმობდა.გადაწყვიტა რამდენიმე დღე აღარ გამოჩენილიყო და ეფიქრა რა ექნა. ასეც მოიქცა,მაგრამ დაბრუნებულს გოგო რომელიც მასთან ერთად ყველაზე საინტერესო თამაშებს იგონებდა ადგილზე აღარ დახვდა. აბა რა იცოდა მაშინ პიტერმა რომ გოგოს მშობლები სხვა სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად ? დიდხანს ტიროდა პიტერი რადგან არ იცოდა რა ექნა. ბოლოს გადაწყვტა დარჩენილიყო და რადაც არ უნდა დაჯდომოდა ეს გოგო ეპოვა. ასეც მოიქცა..
დღითი დღე იზრდებოდა და იცვლებოდა, თუმცა მის გულში არასდროს ილეოდა იმის იმედი რომ გოგოს იპოვიდა. ცოდვა გამხელილი სჯობია და პიტერს ზრდასთან ერთად გოგოს სახე დაავიწყდა ,თუმცა იმედი ქონდა თვალებით იცნობდა.
ასე გავიდა წლები, როცა ერთხელაც უკვე გაზრდილი  ,ქუჩაში გამოსული პიტერი ნაცნობ თვალებს არ გადააწყდა. სულ რამდენიმე წამი დასჭირდა რომ მიმხვდარიყო რომ მისი გოგო იპოვა.
კაცი გაჩუმდა და გაიღიმა. თაია თვალებგაფათოებული ეკითხებოდა -მერე რა მოხდაო?
-ზღაპარს ერთი კარგი თვისება აქვს მამა -განაგრძო კაცმა- ის  შეგიძლიათ თვითონ დაასრულოთ. ასე რომ ამაღამ, როცა დასაძინებლად დაწვებით დაამთავრეთ, თუ ვერ დაამთავრებთ მომავალ ახალ წელს აუცილებლად გიამობობთ- სათითაოდ აკოცა ბავშვებს. ანდრია უკვე იძინებდა და ნელა წაიყვანა ოთახისკენ . გეგა და თაიაც მიყვნენ და მალე ჩაიძინეს კიდეც.
-როგორ ფიქრობ , რომ ვერ მეცნე რა იქნებოდა ? კითხა ქმარს ქალმა რომელიც ფანჯრასთან იდგა და ღამის განათების შუქზე ხედავდა როგორ ათოვდა თოვლის ანგელოზებს.
- შეუძლებელია რომ ვერ გეცნე. მოეხვია კაცი ზურგიდან -ყველა ზღაპარი აუცილებლად სრულდება. ადრე თუ გვიან. ამ თუ იმ ცხოვრებაში. ჩვენც ავსრულდებოდით ოდესმე მაინც.
გარეთ ისევ თოვდა და  თოვლის ანგელოზებს, რომლებიც გაფრენილ ბავშვებს გავდნენ ნელ -ნელა ავსებდა ფიფქები.



მარი თინაშვილი

2 comments:

  1. Zamtari Modis..
    Es Xshirad Damchirdeba..
    Mari :*

    ReplyDelete
  2. ჰო აქ არის სითბო ბევრი ბევრი სითბო )

    ReplyDelete