Wednesday, February 29, 2012

დავიწყებული თაბახების სასაფლაო




ყველაფერი იმით დაიწყო რომ დღეს ბიძაშვილის ბავშვმა, რომელიც მალე აბიტურიენტი იქნება ქართულის თემები მთხოვა. დიდხანს აღარ მიფიქრია თუ სად იქნებოდა ჩემი თემების რვეული და ერთ მივიწყებულ თაროს მივადექი. როგორც მოველოდი ყველაფერი ერთმანეთში არეულიყო და ერთმანეთის გვერდიგვერდ განისვენებდნენ ფაილში ამოხუთული რენესანსის კონსპექტები , საქართველოს ისტორიის მნიშნველოვანი თარიღების თორმეტ ფურცლიანი,უამრავი თაბახის ფურცელი ზედ მიჯღაპნილი გაურკვევლი სახელებით და გვარებით, ბიოგრაფიული მონაცემებით ან უბრალოდ გეოგრაფიული დასახელებებით. იმის გაფიქრებაც კი რომ რამდენიმე წლის წინ ეს ყველაფერი საკმაოდ კარგად ვიცოდი , მაკვირვებდა. ადამიანს ერთი საინტერესო უნარი აქვს-ყველაფერი დაივიწყოს. არ აქვს მნიშვნელობა რა ემოცია იქნება ეს ტკივილი თუ სიხარული ყველაფერი დროსთან ერთად მქრქალდება და მეხსიერების იმ მაღალ თაროზე იდება სადაც სააბტურიენტო თემები. ალბათ ამიტომაც, გამიკვირდა როცა ერთ საინტერესო წერილს გადავაწყდი ,ადამიანისადმი რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ ძალიან მყვარებია (?) არადა ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე მიყვარდა. მოკლედ წერილი ძალიან თბილი იყო და ძალიან სევდიანი. (ცოტა ტრაგიკულიც კი : ) თარაღი სადღაც 2005-2006 წლებს შორის უნდა მერყეობდეს. კიდევ ვიპოვე ჩემი პირველი ლექსების რვეული, სადაც საოცრად სენტიმენტალური ლექსებით სავსე : ) საკონფერენციო თემები და ერთ-ერთი რვეულის ბოლო ყდაზე მიწერილი " ხვალ დაბადების დღე მაქვს ." ეხლა ერთ კვირაში ისევ დაბადების დღე მაქვს. თუმცა უკვე აღარ ვინტერესდები ისეთი საკითხებით როგორიცაა : " რა დაუშავა კულტურამ ფროიდს " " რას მოუტანს გლობალიზაცია ქართულ კულტურას , არც წინა საგამოცდო კვირაში ვიტენი ტვინში უამრავ სისულელეს. ეხლა დროა, გამოცდებზე და კრედიტებზე სხვებმა ინერვიულომ. მე ავდგები ხვალ სამასხურში წავალ , მერე მეგობრებს ვნახავ და უამრავ რამეზე ვიწუწუწნებთ და ყველას დავივიწყებთ ვინც უნდა გვხსომებოდა.
პ.ს თემები ვერ ვიპოვნე

No comments:

Post a Comment