Sunday, July 3, 2011

ჩემი მეგობარი ჰოლდენ კოლფილდი



 
ძნელია , წერო მასზე რაც გიყვარს, რაც შენია და სულ თან დაგყვება, მითუმეტეს ძნელია მეგობრებზე წერო, მით უფრო როცა შენი მეგობარი ერთი ახირებული ბიჭი ჰოლდენ კოლფილდია.
დიდი ხნის წინ ერთმა კაცმა, რომელსაც ჯერომ სელინჯერი ერქვა წიგნი დაწერა,წიგნს  „თამაში ჭვავის ყანაში“ დაარქვა და იმ დროიდან დღემდე, (იმედი მაქვს მომავალშიც)  ამბავი  ერთ უცნაურ თინეიჯერზე ბევრისთვის საყვარელ წიგნად იქცა.
ჰოლდენი ერთგვარი პიტერ პენია. მასაც ჯიუტად არ უნდა გაზრდა. მშობლებიდან დაწყებული,მასწავლებელი  მოხუცი სპენსერით დამთვარებული   ყველა რაღაცას ელის მისგან. მას კი მხოლოდ ერთი რამ უნდა, რასაც პატარა დას ფიბის  უმხელს: „თვალწინ მიდგას , როგო თამაშობენ პატარა ბავშვები დიდ ველზე ,ჭვავის ყანაში,ათასობით ბავშვია და არავინ ახლავს-ჩემს მეტი. მე კიდევ საშინელი ციცაბო კლდის პირას ვდგავარ,და რას ვაკეთებ-- ბავშვებს ვიჭერ ჭვავის ყანაში. ვიცი, რომ სიგიჟეა, მაგრამ მე ეს მინდა,სხვა არაფერი."
აქედან მოდის წიგნიც სათაურიც  catcher in the ray. ინგლისურად  „catcher“
ბეისბოლოს მოთამაშეს-დამჭერს ნიშნავს. ჭვავის ყანაში ბეისბოლის თამაში შეუძლებელია და დამჭერის არსებობაც უადგილო...
წიგნში ხშირად ვხვდებით ელის-ჰოლდენის გადარცლილი ძმის პერსონაჟს. ელი ცაცია იყო, ბეისბოლის მოთამაშე-დამჭერი და ხელთათმანზე  ლექსები ეწერა. თავისუფალ დროს იდგა და ლექსებს კითხულობდა. მისი სიკვდილს ღამეს, ჰოლდენმა სულ მუშტებით დალეწა გარაჟის მინები.


კიდევ ერთი საოცარი პერსონაჟია ჰოლდენის პატარა და ფიბი.ერთი ჯიუტი და კისკისა გოგო,რომელიც მილიონ ფსევდონიმს იგონებს  და გადაწყვეტს ძმასთან ერთად გაიპაროს ქალაქიდან.
თუ  თვლით,  რომ მწერალი ისეთი უნდა იყოს, წიგნის დასრულების შემდეგ გადაურეკო და ძმაკაცურად ელაპარაკო. ან ხვდებით რომ ცხოვრება სავსეა მისტერ ოსენბერგერისნაირი    ნაბიჭვრებით , ან უბრალოდ გაინტერესებეთ საით მიფრნავენ იხვები როცა ტბა იყინება,მაშინ ჩვენ საერთო მეგობარი გვყოლია.
  თუმცა „მართალი თუ გინდათ, მე თვითონ არ ვიცი რასა ვფიქრობ, ახლა ვნანობ, რომ ამდენი ვინმეს ამბავი გიამბეთ. ვინც კი ვახსენე აქ, ახლა ყველა თვალში მაკლია...
საოცარია. ნურავის ნურაფერს უამბობთ, თორემ მერე ყველაზე დაგწყდებათ გული.

3 comments:

  1. :* მადლობა ლიტას

    ReplyDelete
  2. მე მგონი ძალიან ცოტა თუ იქნება ვინმე, რომ ამ წიგნზე არ იყოს გაზრდილი. მე პირადად ყველას ვურჩევდი :)

    ReplyDelete